"თავისუფალი დემოკრატების" ცალკე ფრაქციად გასვლის საკითხზე დღეს პარლამენტის ბიურო იმსჯელებს. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, ალასანიას თანაპარტიელების ადგილებს საპარლამენტო უმრავლესობაში "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თანაგუდელები დაიკავებენ.
ექვსი დამოუკიდებელი დეპუტატი დღეს ახალ ფრაქციას შექმნის, რის შემდეგაც უკვე უმრავლესობას შეუერთდებიან. მათ გარდა, საპარლამენტო უმრავლესობაში მაჟორიტარების 6-კაციანი ფრაქციაც შევა.
ამდენად, უმრავლესობას 8 წევრი გამოაკლდა "თავისუფალი დემოკრატების" სახით, თუმცა 12 დაემატა და, საერთო ჯამში, 87 წევრით იქნება წარმოდგენილი.
"ნაციონალური მოძრაობის" რაოდენობა უცვლელია და 51 წევრით შემოიფარგლება. "თვისუფალი დემოკრატების" ფრაქცია 8 კანომდებლით დაკომპლექტდება და კიდევ 4 დეპუტატი კი პარლამენტის დამოუკიდებელი წევრის სტატუსით განაგრძობს საქმიანობას.
მასალის გამოყენების პირობები






