„რესპუბლიკური პარტიის“ ერთერთი ლიდერი, ლევან ბერძენიშვილი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ქვეყანა ევროატლანტიკური კურსიდან გადაუხვევს, რესპუბლიკელებიც გამოვლენ კოალიციიდა. ამის შესახებ ბერძენიშვილმა „კვირის პალიტრასთან“ ისაუბრა:
„ჩვენ დაგვტოვა მეგობართა ჯგუფმა, რაზეც დარჩენილები რომ ამბობენ, რა მოხდა მერეო, მე ასე ვერ ვიტყოდი, რადგან მიმაჩნია, რომ საერთო საქმისთვის ეს კარგი ნამდვილად არ იყო, მაგრამ უნდა გავარგრძელოთ მუშაობა.
პარლამენტში არ მეგულება პოლიტიკური ჯგუფი, რომელსაც ევროპულ ორიენტაციაზე უარის თქმა შეუძლია. რაც შეეხენა იმას, რომ შესაძლოა, ირაკლის მოეჩვენა, რომ ეს საფრთხე არსებობდა და მისი თანამშრომლების მიმართ ზედმეტად მკაცრი და ნაჩქარევი იყო პროკურატურის ქმედებები, ეს მისი მოსაზრება იყო. ყოველ შემთხვევაში, მე ვერ ვხედავ ნიშნებს, რომ ქვეყანამ კურსიდან გადაუხვიოს. ასეთ შემთხვევაში, არც რესპუბლიკელები დარჩებიან და არც სხვები“, - აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.
„რესპუბლიკური პარტიის“ ერთერთი ლიდერი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ალასანიასთან დაკავშირებით პრემიერმინისტრის განცხადებასაც ეხმაურება:
„ირაკლი ალასანია არც უჭკუოდ მიმაჩნია და არც ავანტიურისტად. პირიქით, ირაკლი იყო ძალიან წარმატებული მინისტრი. სიტყვებს ზოგჯერ ემოციები მართავენ და მათ კომენტარი არ სჭირდებათ. ამიტომ მე ვეყრდნობი სწორედ იმ პასუხს, სადაც პრემიერმა თქვა, ჩვენ დაგვტოვა ძალიან პატიოსანმა, კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებულმა გუნდმა, რომელიც იქნება ოპოზიციაში და ეს გააძლიერებს დემოკრატიას“, - აღნიშნავს ბერძენიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






