„ვიქნებით საკმაოდ მკვეთრი ოპონენტები. არ მოვერიდებით იმ საკითხებზე კრიტიკას, სადაც ხელისუფელბასთან იქნება პრეტენზიები“, - ამის შესახებ კომენტარს „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას „თავისუფალი დემოკრატების“ ერთერთი ლიდერი, ზურაბ აბაშიზე აკეთებს. მისი განცხადებით, პარტია ხელისუფლებასთან ქვეყნისთვის საჭირო სამქეებზე ითანამშრომლებს:
„იწყება ახალი ეტაპი. „თავისუფალი დემოკრატების“ სახით კოალიციას მთავარი მოთამაშე გამოაკლდა. ჩვენ ოპოზიციურ ცხოვრებას ვაგრძელებთ, ვიმოქმედებთ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ვაგრძელებთ ყველა იმ მნიშვნელოვან საქმეს, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. დარწმუნებული ვარ, ძალიან სერიოზული პოზიციები გვექნება ოპოზიციურ ფლანგზე.
კონსტრუქციულ ოპოზიციად ჩამოყალიბება არ არის არავის გადასაწყვეტი, ეს საზოგადოების მოთხოვნაა. არც ოპოზიციაში და არც ხელისუფლებაში ყოფნა ჩვენი თვითმიზანი არ ყოფილა. ჩვენ ვიმოქმედებთ ისე, რომ არ დაზიანდეს ქვეყნის მთავარი ინტერესები. ჩვენ მნიშვნელოვან თემებზე ვითანამშრომლებთ, ამავე დროს, ვიქნებით საკმაოდ მკვეთრი ოპონენტები. არ მოვერიდებით იმ საკითხებზე კრიტიკას, სადაც ხელისუფელბასთან იქნება პრეტენზიები“, - აცხადებს ზურაბ აბაშიძე.
მასალის გამოყენების პირობები






