„ნაციონალური მოძრაობა“ პენსიის ზრდას 2015 წლის 1 იანვრიდან ითხოვს
პოლიტიკა - 10:55, 10 Nov, 2014     1518

„ნაციონალური მოძრაობა“ პენსიის გაზრდას 2015 წლის 1 იანვრიდან ითხოვს. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი სოციალური ქსელში წერს.

"ბიძინა ივანიშვილის დაპირებული 220-ლარიანი პენსია მისი მმართველობის მესამე წელსაც კვლავაც განუხორციელებელ ოცნებად რჩება.

ბოლოს ასაკობრივი პენსიის ზრდა პარლამენტმა, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დატოვებული ბიუჯეტის ხარჯზე, 2012 წელს დაამტკიცა და პენსია 150 ლარი გახდა.

იმის გამო, რომ ეკონომიკური ზრდა შეჩერდა, სახელმწიფო ბიუჯეტი არ იზრდება, მთავრობა დანაპირებს ვერ ასრულებს, ხოლო სახელმწიფო ვალდებულებების დაფარვას ყოველწლიურად მილიარდიანი ვალის აღებით აპირებს.

ქვეყანაში ასაკით პენსიონერთა რაოდენობა 687,000 ადამიანია.

მთავრობა აცხადებს, რომ პენსია არა ყველას, არამედ სოციალურად დაუცველ პენსიონერებს გაეზრდებათ და არა 2015 წლის 1 იანვრიდან, არამედ 1 სექტემბრიდან.

ქვეყანაში სოციალურად დაუცველი დაახლოებით 105,000 ასაკით პენსიონერია. 2015 წლის 1 სექტემბრიდან მათთვის 25 ლარით პენსიით მომატების ხარჯი სულ რაღაც 10.5 მლნ ლარია.

ყველა ასაკით პენსიონერისთვის პენსიის ზრდის გარეშე 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცება ერთიანი ნაციონალური მოძრაობისათვის მიუღებელია“, - წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42