უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია ირაკლი ალასანიასთან კორუფციაში მონაწილეობას აღიარებს. გაზეთ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ხაბურძანია იმ დროს იხსნებეს, როდესაც თავად მინისტრი იყო ალასანიას კი მისი მოადგილე.
„საქართველოში კორუფცია ჰგონიათ თავის დროზე „გაის“ სქემა, ინსპექტორები რომ იღებდნენ ფულს. ეს არ არის კორუფცია. კორუფცია არის ის, რაც ჩვენ ვნახეთ თავდაცვის სამინისტროსა და „სილქნეტთან“ დაკავშირებულ საქმეზე. აი, ეს არის კლასიკური, თანამედროვე კორუფცია. მაშინ კი, როცა მე ვიყავი მინისტრი, სამინისტროს მთელი ბიუჯეტი იყო 8 მილიონ 800 ათასი ლარი, სახელფასო ფონდი – 6 მილიონ 900 ათასი. დანარჩენი თანხა იმას ძლივს ჰყოფნიდა, რომ სამინისტროს ელემენტარულად ეარსება. მაშინ საბიუჯეტო მოპარვები არ არსებობდა. სამაგიეროდ, ხდებოდა, კორუფციული თანხების აკრეფა“,- აცხადებს ხაბურძანია.
კითხვაზე იყო თუ არა აღნიშნული თანხების აკრეფვის საქმის კურსში, ხაბურძანია პასუხობს“
„ წარმოუდგენელია, არ ვყოფილიყავი... ჩემი ხელფასი 280 ლარი იყო, ალასანიასი – 220 ლარი... ბუნებრივია, ამ ხელფასზე ვერ ვიცხოვრებდით. რა თქმა უნდა, რაღაცები იყო... თუმცა, ყველაფერი შედარებითია, რადგან, როცა გაქვს დიდი შესყიდვები და იკვეთება აფილირებული ფირმები, იქ სახეზე გვაქვს თანამედროვე, კლასიკური კორუფციული სქემა. გადახედონ და ნახონ, თუ თავისუფალ დემოკრატებთან დაკავშირებული პირები ხდებიან წარმატებული ბიზნესმენები და ასოცირდებიან თავდაცვის შესყიდვებთან, რა თქმა უნდა, სისტემაში იყო კორუფცია. რა თქმა უნდა, სააკაშვილის დროსაც იყო ასეთი კორუფცია და არამარტო თავდაცვის სამინისტროში“, - აცხადებს ხაბურძანია.
მასალის გამოყენების პირობები






