ინფორმაციას ამის შესახებ ”რუსთავი 2” ავრცელებს.
„კურიერთან“ სატელეფონო საუბარში „ნაციონალური მოძრაობის“ ახმეტის ორგანიზაციის თავმჯდომარე შაქრო ტერტერაშვილი აცხადებს, რომ ადგილობრივი ქისტები-„ქართული ოცნების“ წევრები რუსლან და ბესლან ალხანაშვილები ეთნიკური ქართველის, ნოდარ ჭიჭიაშვილის სახლში შეიჭრნენ და ის საკუთარ ეზოში სცემეს. დაზარალებულს ტვინის შერყევა აქვს.
შაქრო ტერტერაშვილის თქმით, გავრცელებული ინფორმაციით, ქისტებს შორის იყვნენ ადგილობრივი გამგეობის თანამშრომლებიც. დამნაშავეები პოლიციამ დააკავა, თუმცა ადგილობრივების ცნობით რამდენიმე საათში დეპუტატ ზურაბ ზვიადაურის ძმის თხოვნით გაათავისუფლეს. რამაც ეთნიკურად ქართველებში გაღიზიანება გამოიწვია. ტერტერაშვილი აცხადებს, რომ ამ ფაქტს უკვე სხვა ქისტებსა და ქართველებს შორის კიდევ ერთი დაპირისპირება მოჰყვა, რა დროსაც ერთ-ერთი ქისტი დაშავდა და ზედა კიდური მოიტეხა. მისივე თქმით, არსებობს ეთნიკური შუღლის საფრთხე.
მასალის გამოყენების პირობები






