,,აფხაზთა კრება"- ეს საკონკურენციო სფერო კი არა, ერთად საკეთებელი საქმეა!
პოლიტიკა - 19:49, 09 Nov, 2014     1489
,,აფხაზთა კრება" ზუგდიდში წარმატებით ჩატარდა. თემა - ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და საქართველოს დაუიძინებელი მტრის განახლებული პროვოკაციების წინააღმდეგ საერთო საზოგადოებრივი ძალისხმევის მობილიზება იყო.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ პატრიოტმა დევნილმა ადამიანებმა, რომელთაც ლომის წილი მიუძღვით ამ საქმეში, შეძლეს ქართველი ერისთვის ასეთი მნიშვნელოვანი მოძრაობის ხორცშესხმა. ,,აფხაზთა კრება" მარტო ეს სახელწოდებაა უკვე მნიშვნელოვანი წარმატება, და ტოპონიმი აფხაზთა, რომელიც სამწუხაროდ რაღაც ეტაპზე მტრის სასარგებლოდ დავთმეთ, დღეს ამ ორგანიზაციის ძალისხმევით, კვლავ ჩვენს არსენალში შეიძლება დავაბრუნოთ.

მაგრამ ამ წარმატებული პოლიტიკური აქციის ფონზე ნამდვილად არ მინდა გვერდი ავუარო იმ სამარცხვინო ქმედებას, უფრო სწორად მცდელობას ქმედებისა, რომელსაც დღეს ქონდა ადგილი, ალბათ ერთი პროვოკატორი და დევნილი ხელისუფლების ერთი წარმომადგენლის სამარცხვინო ,,პროვოკაციული წკავწკავი" შეუმჩნეველი იქნებოდა, რომ არა ზოგიერთი მედიასაშუალების მონდომება რამენაირად ჩირქი მოეცხო დღევანდელი ,,აფხაზთა კრებისთვის" სამარცხვინო, გაცვეთილი ტაქტიკის ჯიუტად გამეორებით... ვფიქრობ მხოლოდ საკუთარ თავს აყენებთ შეურაცხყოფას და არ ღირს ბატონებო ამის კეთება იმიტომ, რომ ეს საქმე არ არის კონკურენციის სფერო, ეს ყველას საკეთებელი საქმეა.

თუ ვინმეს გაუჭირდა გაეგო დღეს რა ხდებოდა, კიდევ ერთხელ გამცნობთ:

ზუგდიდში ადმინისტრაციულ საზღვართან უშუალო სიახლოვეს ჩატარდა ,,აფხაზთა კრება", სადაც გაპროტესტდა რუსული აგრესია; სადაც მტერს - მტერს უწოდებდნენ, სადაც ყველას ერთიანობისკენ მოუწოდებდნენ და პარტიული კონკურენციისთვის მოედანს არავის დაუთმობენ, სადაც პროცესებს ვერავინ მართავს გარედან და ერთჯერადი მიზნებისთვის ვერავინ გამოიყენებს.

თუ რა არის ჩვენი მიზანი და როგორია ტაქტიკა, არ დავიზარებ და კიდევ ერთხელ დავწერ:

აფხაზეთის ყირიმიზაციის გაპროტესტებაზე ვერცერთ პარტიას ვერ ექნება მონოპოლია.

თუ გვსურს და ეს აუცილებელიცაა, წინ აღვუდგეთ რუსეთის ახალ პროვოკაციებს, შედეგი იქნება მიღწეული, მხოლოდ საერთო ეროვნული კონსესუსისა და პოლიტიკური კონიუქტურისგან თავისუფალი, საზოგადოებრივი აქტივობის შემთხვევაში.

სწორედ ამ ამოცანიდან გამომდინარე აფხაზთა კრება ბუნებრივია, აქტიურობს და ცდილობს იყოს ყველგან, სადაც მათი მიზნების რეალიზაციისთვის საჭირო თუნდაც მინიმალური პულსაციაა.

აფხაზთა კრება ყოველთვის შეეცდება, გააპროტესტოს ტერიტორიული მთლიანობის კუთხით ყოველგვარი პასიურობა;

ხელი შეუშალოს, რუსული პოლიტიკის გააქტიურებას ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს;

და ბოლოს, აფხაზთა კრება იქნება ყველგან - საერთაშორისო ფორმატებში თუ ქუჩაში - ხელისუფლებასთან თუ ოპოზიციასთან, სადაც აფხაზეთის საქმე კეთდება და ხელს შეუშლის ყველას და ყველგან, სადაც ეს საქმე ფუჭდება", - წერს ქარდავა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42