რატომ ჩნდება კითხვები? - ყოფილი მინისტრი რამდენიმე საკითხს ასახელებს და ნეთბუქების მაგალითს იხსენებს.
,,ეს რომ ყოფილიყო არა სხელმწიფო არამედ კერძო ბიზნესი, მაშინ ეს შეკითხვები არ იარსებებდა, მაგრამ სახელმწიფო ქარხნის შემთხვევაში ეს კითხვა, ბუნებრივია, ჩნდება.
პირველი - რატომ მიდის სახელმწიფო ქარხანა ამ ბიზნესმენთან და მიუხედავად იმისა, რომ ჯთავდაპირველად ატარებდა გამოკითხვას პურზე, უკვეთავს ფუნთუშას.
მეორე - რატომ მიდის ის კონკრეტულად ამ ბიზნესმენთან, რომელსაც საცხობი არ აქვს და ამ დროს, გვერდით არსებობს საცხობი, რომელიც აცხობს ფუნთუშებს, მაგრამ მას არ უკვეთავს?
მესამე - რატომ აძლევს სახელწმიფო ფულს ბიზნესმენს წინმსწრებად, როცა ჯერ პროდუქტი არ არსებობს, ხოლო თუ ამ პროდუქტის შეძენა გსურდა, გვერდით, 100 მეტრში საცხობი ფუნთუშებს უშვებს. გამოდის, რომ აძლევ ფულს კომპანიას, რომელიც არ მუშაობს ამ მიმართულებით, მაგრამ ერთ წელიწადში პროდუქტს გამოუშვებს...
მთავარი შეკითხვა - რეალურად გამოდის, რომ სახელმწიფო აძლევს ფულს კერძო ბიზნესის განვითარებაში. ამისთვის მოვიყვან კონკრეტულ, ზედმიწევნით მსგავს მაგალითს განათლების სისტემიდან. 2010 წელს გდაწყდა, რომ ჩვენ პირველკლასელებისთვის უნდა გვეჩუქებინა ნეთბუქები, ასევე მთავრობამ, კოლეგიალურმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს ნეთბუქები უნდა იყოს წარმოებული საქართველოში და ამით ჩვენ წავახალისებთ მეწარმეს. მე შევკრიბე განათლების სამინისტროში კომპანიები, რომლებსაც შეეძლოთ ამ კომიუტერების წარმოება, მაგრამ არ ჰქონდათ ქარხანა, რადგან მსგავსი რამ არ ყოფილა საქართველოში. ვუთხარი ბიზნესმენებს, რომ სახელმწიფო გარანტირებულად აპირებს შესყიდვას 40 ათასი კომიუტერის და ვინ ააშენებს ქარხანას საქართველოში, რომ შემდეგ ეს ნეთბუქები ჩვენ მათგან შევისყიდოთ. მათ შორის იყო, მაგალითად, პორტუგალიის კომპანიაც და არ იყო მხოლოდ ქართული, თუმცა პირობა დავდეთ, რომ ქარხანა უნდა ყოფილიყო საქართველოში. შემდეგ უკვე, მთავრობის კოლეგიალურმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტულება, რომ ვინც ყველაზე დაბალი ფასი დაადო, ხელშეკრულებაც მასთან გაფორმდებოდა. მაგრამ ჩვენ ვთქვით, რომ ფულს არ მივცემდით, სანამ ქარხანას არ ააშენებდნენ. 4 წელი ვიყავი მინისტრი და ამ პერიოდში მე მახსოვს, რომ წინასწარი გადახდა, ავანსი, ზოგ შემთხვევაშ იყო 20-25%, მაგრამ არასოდეს ავანსი არ აღემატებოდა 50%-ს. თან ეს ხდებოდა საბანკო გარანტიით. არასოდეს მსგავსი არ ყოფილა, რომ წინასწარ გადახდა ყოფილიყო თითქმის 100%-იანი.
კონტრარგუმენტი, რაც შეიძლება ითქვას არის ის, რომ არ ვენდობი ერთ რომელიმე კონკრეტულ კომპანიას, მაგრამ აქ არის მეორე პრობლემა, თუკი მას არ ენდობი და ცუდ პროდუქციას უშვებს, მაშინ სხვა ქარხნები მისგან რატომ ყიდულობენ? იგივე ინტერნეტის შემთხვევაში მეორე მაგალთი რომ მოვიყვანო - განათლების სამინისტრო დაახლოებით 7 მილიონი ლარის ინტერნეტს ყიდულობდა, მაგრამ ვყიდულობდით მაგალითად მაგთისგან, რომელიც უკვე იყო ბაზარზე და კაბელებიც ჰქონდა. ჩვენ ვყიდულობდით უკვე პროდუქტს და არა ის, რომ ფული მიგვეცა და ვინმეს ახალი კაბელები გაეყვანა“, - ამბობს შაშკინი.
ყოფილი მინისტრის თავის დროზე მის მიერ საბურავების და აკუმულატორების შესყიდვებთან დაკავიშრებით დასმულ შეკითხვებსაც იხსენებს, რომელიც სომხურმა კომპანიამ განახორციელა.
,,თავის დროზე, 2014 წლის დასაწყისში მე დავსვი შეკითხვა, თავდაცვის სამინისტროს მიერ საბურავებისა და აკუმულატორების სოხური კომპანიისგან შესყიდვასთან დაკავშირებით, რომელი კომპანიაც ტენდერამდე რამდენიმე კვირით ადრე იყო შექმნილი. ესეც ლეგიტიმური შეკითხვაა და ბუნებრივია თავდაცვამ პასუხი არ გამცა. რატომ ყიდულობ სომხეთისგან, რომელიც არის ევრაზიული კავშირის წევრი, რუსეთთან ალიანსში მყოფი?“, - აცხადებს შაშკინი.
მასალის გამოყენების პირობები






