შეხვედრა მსოფლიო ბანკის რეგიონალურ კოორდინატორთან
პოლიტიკა - 13:11, 09 Nov, 2014     1417
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ქაწაშვილი და დირექტორის მოადგილე ლევან ბუიღლიშვილი მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის კატასტროფების რისკების მართვის რეგიონალურ კოორდინატორ ხოაკინ ტოროს შეხვდნენ.

მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი საქართველოში ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში მოქმედ საკანონმდებლო ბაზას გაეცნო, რომლის მიხედვითაც რეგულირდება სამინისტროებთან, უწყებებთან, სხვადასხვა ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობა და კოორდინაცია კატასტროფების პრევენციის, მათზე მზადყოფნის, რეაგირების და აღდგენითი ფაზის დროს.

ხოაკინ ტორომ დეტალური ინფორმაცია მიიღო საქართველოში რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში სახანძრო-სამაშველო ძალების პროფესიული მომზადებისა და ტექნიკური აღჭურვილობის მდგომარეობის, ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროს გაუმჯობესების მიზნით დაგეგემილი რეფორმისა და მიმდინარე ღონისძიებების შესახებ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებს. მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა სამომავლო საგრანტო პროგრამების შესახებ ისაუბრა, რომელთა განხორციელებაც გააძლიერებს საქართველოში კატასტროფების რისკების შემცირების, საგანგებო სიტუაციების პრევენციის სფეროებს და აამაღლებს სახანძრო-სამაშველო ძალების მზადყოფნისა და რეაგირების დონეებს.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42