პრეზიდენტმა კულუარულ მართვასთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა
პოლიტიკა - 22:01, 08 Nov, 2014     2738

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის თქმით, მის განცხადებაში, რომელიც ქვეყნის კულუარებიდან მართვას უკავშირდებოდა, მან მთელი ის ვითარება იგულისხმა, რაც თავდაცვის მათალჩინოსნების დაკავებასთან დაკავშირებით განვითარდა.

"როდესაც ეს განცხადება გავაკეთე მე ვიყავი ავსტრიაში და ვადევნებდი თვალ–ყურს იმას, რაც ხდებოდა საქართველოში და იმ დინამიკას, როდესაც ფაქტიურად ქვეყნის წამყვანი ძალოვანი სტრუქტურები, საგამოძიებო სტრუქტურა, თავდაცვის სამინისტრო და ა.შ. იყვნენ ღია ეთერულ დაპირისპირებაში, ეს ხომ არ არის სხვადასხვა ოპოზიციური ძალები ან ხელისუფლების სხვადასხვა შტოები ერთმანეთს ასე ეურთიერთებიან, ეს იყო ვითარება, როდესაც ერთი ჯგუფი, მთავრობის წევრები, თან ძალიან მნიშვნელოვანი წევრები ერთმანეთს ეურთიერთებოდნენ ეთერიდან და ამის უკან, რაღაც ინფორმაცია ტრიალებდა, რომ უკან კიდევ დგას პოლიტიკური პარტიები და ძალები. ერთია, როდესაც აქ ხარ და დამატებით ინფორმაციას იღებ, მეორეა, როდესაც ამას უყურებ მედიით და განცხადებების სახით. ბუნებრივია ეს არასასიამოვნო იყო და განსაკუთრებით შემაშფოთებელი, რადგან მე არ ვიყავი ქვეყანაში. ამ ვითარებაში დავინახე ის, რასაც მანამდეც ვხედავდი, რომ ვითარება ხშირად განპირობებულია პიროვნული ფაქტორებით, პოლიტიკური ფაქტორებით და ნაკლებადაა სტაბილურ ინსტიტუტებზე ორიენტირებული",– განაცხადა მარგველაშვილმა "მაესტროს" ეთერით.

კითხვაზე იგულისხმა თუ არა ყოფილი პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, როდესაც ეს განცხადება გააკეთა მარგველაშვილმა უპასუხა, რომ "მთელი სიტუაცია იგულისხმა":

"იმ მომენტში აქცენტი მქონდა არა ბიძინაზე [ივანიშვილი], რადგან არ იყო წინა პლანზე წამოსული ბიძინა, მაგრამ ჩემი განცხადების შემდეგ მოხდა ბიძინას მისვლა, ბუნებრივია მთელი ამ განცხადების აქცენტის გადატანა მოხდა ბიძინაზე, რადგან იგი მივიდა სხდომაზე და მონაწილეობდა მასში, თუმცა იმ მომენტში უფრო მაშფოთებდა ის, რომ პროკურატურისგან ინფორმაციას ფლობდნენ პოლიტიკოსები, ხან ვიგებდით, რომ ამ ინფორმაციას არ ფლობდნენ პოლიტიკოსები, ვიგებდით საიდუმლო დოკუმენტებს გრიფი ეხსნება, ან არ ეხსნება. ეს ვითარება იმ მომენტში უფრო მაშფოთებდა, თუმცა ჩემი განცხადების შემდეგ ბიძინა უშუალოდ ჩაერთო ამ პროცესში"– განაცხადა მარგველაშვილმა.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42