„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში ბიძინა ივანიშვილი ალასანიას უწყებაში ჩატარებულ ტენდერების საკითხსაც შეეხო, ყოფილი პრემიერ მინისტრის განცხადებით მისი „ხვეწნა-მუდარის მიუხედავად“ ალასანიამ ტენდერები ჩაშალა და თავდაცვის უწყებაში კვების საკითხს „ნაციონალებთან“ ასოცირებული კომპანია კურირებდა:
„როდესაც სოზარ სუბარმა და ირაკლი ალსანიამ მოსვლიდან რამდენიმე კვირაში გადაალაგეს თავისი თანამშრომლების კვება, როგორც იცით იქ კონკურენცია იყო, ახალაიას კვება უნდა შესულიყო თუ მერაბიშვილის, ერთმანეთს ხოცავდნენ. ეს გადაალაგეს ძალიან სწრაფად და სანიმუშო კვება მიეცა მათ უწყებებს.
ირაკლი ალსანიამ ოთხივე ტენდერი ჩაშალა, ჩემი ხვეწნა-მუდარის მიუხედავად, ვერაფრით ვერ მოვახერხე. ვთხოვდი გამოძიება დაეწყო, თურმე შიდა გამოძიება მიმდინარეობდა. გვქონდა კამათი, რა უნდოდა იქ 'ნაცების" დროინდელ კომპანიას. „ელფი“ რომელიც ოთხივე ტენდერში მონაწილეობდა და წააგო, მაინც ეს კომპანია რჩება. აქ კითხვა ჩნდება. რატომ უნდა იყოს იქ კომპანია გეგენავას მონაწილეობით და რატომ ჩაიშალა ამდენი ტენდერი?“- განაცხადა ივანიშვილმა
მასალის გამოყენების პირობები






