ბიძინა ივანიშვილმა კომენტარი ირაკლი ალასანიას განცხადებაზე გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ არ დაუშვებენ ,რომ ქვეყანა უშიშროებამ მართოს.
„რა თქმა უნდა, ქვეყანა უშიშროებამ არ უნდა მართოს და არც მართავს. პროკურატურას ყველაფრის უფლება ჰქონდა, მაგრამ სანამ საბოლოო დასკვნებს გავაკეთებთ, სასამართლოს უნდა დაველოდოთ. მე მქონდა სურვილი, სხვადასხვა კითხვები დამესვა ირაკლი ალასანიასთვის, როდესაც უმრავლესობასთან შეხვედრაზე და პოლიტსაბჭოზე ვიყავი, მაგრამ ეს არ მოხერხდა. ამის შემდეგ პირადადც შევხვდი ირაკლის. კითხვები მაქვს, ძალიან მარტივი კითხვები.
საბოლოო სიტყვას იტყვის სასამართლო, რომელზეც არავითარი გავლენა არ აქვს ხელისუფლებას. გამოძიებაც იქნება გამჭვირვალე.
დასავლეთში იმიტომ ჩნდება კითხვები, რომ აქედან იგზავნება კითხვები. საუბედუროდ ნაციონალურ მოძრაობას დღესაც აქვს გავლენა, მცდარი ინფორმაცია გადის და აზიანებს ჩვენს ქვეყანას, მაგარმ ჩვენც ვაბალანსებთ, რა თქმა უნდა ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. ქვეყანა დაზიანდა მსგავსი უპასუხისმგებლო განცხადებებით, რაც ჩემმა მეგობრებმა გააკეთეს.“- განაცხადა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
მასალის გამოყენების პირობები






