„მსურს გავიხსენო მიმდინარე მოვლენებთან ჩემი კავშირი, ჯერკიდევ ოპოზიციაში ყოფნის დროს, ვამბობდი, რომ მე მოვალ, ხალხს დავუბრუნებ რაც წაართვეს, შემდგომ წავალ საზოგადოებასთან ერთად, 20 წელიწად შეგნებულად ვახსენებდი, 20 წლის განმავლობაში მე გავაგრძელებ მოღვაწეობას სამოქალაქო სექტორში, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე სიძნელეებს გავურბივარ. ერთერთ ჩემს პროექტზე რომელზეც მე ვმუშაობ, განმარტება და კავშირი უნდა გავაკეთო, საზოგადოებაში მე ჩემს თავს ვხედავ იქ, სადაც ყველაზე დიდი გამოწვევებია, ყველაზე დიდი გამოწვევა ეკონომიკაა, ამ კუთხით მე ბევრს ვაკეთებ“, - აცხადებს ივანიშვილი.
ექსპრემიერმა ანალიტიკოსების მომზადების იდეასა და მედიის არაკვალიფიციურობაზე ისაუბრა.
,,ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ შეიქმნა უპრეცენდენტო სიტუაცია, თავის დროზე მეცხრე არხი დავხურე, დღეს არის იდეალური სიტუაცია, რომ ხელისუფლებას პირველად არ აქვს თავისი ხელმისაწვდომი ტელევიზია, არსებობს ,,რუსთავი 2“ რომელიც აგიტაციას უწევს ნაც.მოძრაობას და რამდენიმე კერძო ტელკევიზია. ძალიან ხშირად ობიექტური ინფორმაციის მიწოდება ჭირს საზოგადოებისთვის. მედიის კრიტიკასთან ასოცირებას მიკეთებენ, კრიტიკის უფლება ყველას უნდა ჰქონდეს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს კრიტიკა კრიტიკისთვის, მედიაც ამიტომ გავიხსენე, ისიც საჭიროებს განვითარებას, მას კვალიფიკაცია აკლია. მე განვაცხადე, რომ10-20 ანალიტიკოსის მომზადებაზე ვიზრუნებდი. გეტყვით რას ვაკეთებ ამ მიმართულებით, მსგავის განცხადება უმრავლესობასთან შეხვედრაზე გავაკეთე, სადაც თავისუფალი დემოკრატები არ მოვიდნენ.
ძალიან ბევრ შეცდომას ვუშვებთ და ყველაფერს მიეცემა ობიექტური შეფასება, ნუ გგონიათ, რომ რუსთავი 2-ის და ნაცმოძრაობის მიერ ყირაზე დაყენებული საკითხები ასე დარჩება. ყველაფერს ობიექტური შეფასება მიეცემა. იმ ფონზე როდესაც აგიტაციას ერთი ტელევიზია აკეთებს და ნაციონალური მძრაობა ასე იქცევა, საზოგადოებაში მოვლენების არასწორი მუსირება ხდება. ჩვენ მოვახერხებთ მოვლენების სწორად მიწოდებას საზოგადოებისთვის. ეს არ არის მუქარა, მე პოლიტიკოსებს გვერდით დავუდგები. ნუ შევეცდებით ავყვეთ იმ ეიფორიას, რასაც ნაც მოძრაობა აძლევს ფონს და არ დავუშვათ შეცდოემები“, - განაცხადა ივანიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






