საფრანგეთში იარაღის შესყიდვა არის ბლეფი და ცდილობენ კოალიციური დაპირისპირება გადაფარონ - შაშკინი
პოლიტიკა - 19:54, 08 Nov, 2014     3186
საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი სააგენტო „ნიუპოსტთან“ ირაკლი ალასანია მიერ, საფრანგეთში გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით საუბრობს. უწყების ყოფილი ხელმძღვანელის აზრით, საფრანგეთში არანაირი იარაღის შესყიდვის ხელშეკრულება არ გაფორმებულა და ეს უბრალოდ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ დაპირიპირების „ბრძნული“ გადაფარვაა. რაც შეეხება მინისტრის მიერ პოსტის დატოვების შემდეგ გაკეთებულ განცხადებას, თავდაცვის ყოფილი მინისტრი აცხადებს, რომ 20 სასადილო, რისი გაკეთებითაც ალასანია ამაყობდა, შაშკინის თქმით, საქართველოს ომს ვერ მოაგებინებს. მისივე განმარტებით, საქართველოს წინა ხელისუფლების პირობებში ჰქონდა შეთანხმება აშშ-სთან ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების გადმოცემის შესახებ, რაც ახალმ ხელისუფლებამ ვერ განახორციელა.

„ეს არის ძალიან უსუსური მცდელობა, რომ შიდა კოალიციური დაპირისპირება იყოს გადაფარული შეთქმულების თეორიებით, სულ ველოდი ასეთ „ბრძნულ“ გადაფარვის მცდელობას, მაგრამ ეს არის ისეთი უსუსური და ტყუილზე აგებული მცდელობაა, რომ თავად ალასანიაც ამაზე არ საუბრობს, ალაპარაკებენ ამაზე ექსპერტებს. ეს არის ბოდვა და შიდა კოალიციური დაპირისპირების გადაფარვა.“- აცხადებს შაშკინი.

დიმიტრი შაშკინს რამდენიმე არგუმენტი მოჰყავს იმის დასასაბუთებლად, თუ რატომ არის შეუძლებელი, რომ ალასანიას საფრანგეთში იარაღის შესყიდვის ხელშეკრულება დაედო.

„ რამდენიმე არგუმენტი იმისთვის რომ მივხვდეთ რამხელა სისულელეზეა ლაპარაკი.

პირველი: თავდაცვის მინისტრი მიუხედავად იმისა, რომ ხელმძღვანელობს თავდაცვის სამინისტროს და პასუხს აგებს სამინისტროს ბიუჯეტზე, უწყების ბიუჯეტს ჩემოდანით არ ატარებს, როგორც ყველა სახელმწიფოში არსებული ქონება ეკუთვნის ეკონომიკის სამინისტროს, ასევე ფულიც დევს ხაზინაში. აქედან გამომდინარე, თუ ვინმეს გონია, რომ თავდაცვის მინისტრი ხელს აწერს საბუთებს, მერე ჩემოდნიდან იღებს ფულს და უთვლის, არის სრული სისულელე. ნებისმიერი ხელშეკრულების დადების მერე ხაზინის ვიზირების გარეშე ვერანაირი შესყიდვა ვერ განხორციელდება.

მეორე: ნებისმიერი მინისტრი, როდესაც დებს რაიმე ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ვალდებულების აღებას, ამ ხელშეკრულებას ჭირდება მთავრობის დადგენილება. რომ მთავრობამ დელეგირება უნდა მოახდინოს რომელიმე მინისტრზე. ეს ხელშეკრულება რამე ვალდებულებას რომ იწვევდეს საჭირო იქნებოდა მთავრობის დადგენილება, რომ პრემიერ მინისტრი და მთავრობა ალასანიას აძლევს უფლებას, საქართველოს სახელით დადოს რაიმე ხელშეკრულება.

მესამე: არც 2013 წელს, არც 2014 და სამწუხაროდ არც 2015 წლის ბიუჯეტში არანაირი სამხედრო შესყიდვები გათვალისწინებული არ არის.

მთავარი არგუმენტი :2012 წელს ობამა სააკაშვილის მოლაპარაკების შედეგად იქნა მიღწეული შეთანხმება, რომ ამერიკა დაგვეხმარებოდა ჰაერსაწინააღმდეგო, საჰაერო დაცვის სისტემებით და ვერტმფრენებით. ეს ხელშეკრულება დევს და განხორციელებული არ არის. ამ ფონზე ლაპარაკი იმაზე , რომ ჩვენ ფრანგებთან დავდეთ ხელშეკრულება, რომელსაც არც რაიმე ფინანსური ბეგრაუნდი აქვს,არც არანაირ ვალდებულებებს არ იწვევდა და ამის გამო თურმე თავდაცვის მინიტრი გადააყენეს არის სრული ბოდვა, იმიტომ რომ ამერიკელებთან უკვე გვაქვს ხელკშეკრულება, რომელიც ორი წელია არ სრულდება, იმიტომ რომ ქართულ მხარეს ეტყობა შნო არ აქვს, რომ ეს განახორციელოს,“- აღნიშნავს დიმიტრი შაშკინი.

შაშკინის განცხადებით ამ არგუმენტების გამორიცხვით საფრანგეთთან შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ ჩარჩო ხელშეკრულების გაფორმება, სამხედრო სფეროში მომავალ თანამშრომლობასთან დაკავშირებით .

შაშკინი თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას სამინისტროში მუშაობის პერიოდსაც გამოეხმაურა , მისი თქმით ალასანიას მინისტრობისას მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება შეჩერდა.

„ ორი წელი ეს მინისტრი არაფერს აკეთებდა, ერთადერთი რაც გააკეთა არის ოცი სასადილო, რომელზეც ამბობს რომ ამაყობს. ეს კარგია მაგრამ ამ ოცი სასადილოთი უნდა ვეომოთ რუსებს და დავიცვათ საქართველო? ეს იმ დროს, როდესაც თბილისის თავდაცვის წრის მშენებლობა არის გაჩერებული, თავდაცვის სამინისტროს სერვის ცენტრის მშენებლობა არის გაჩერებული, როდესაც არ ჩამოუყვანიათ არც ვერტმფრენები, არც ანტისაჰაერო სისტემები არ დაუმონტაჟებიათ, სასადილოები იყო ჩვენი მთავარი პრობლემა?"

დიმიტრი შაშკინის განცხადებით ალასანიას განცხადება თავდაცვის უწყების დეპოლიტიზირებასთან დაკავშირებით სიცრუეა და როდესაც ალასანიას დასჭირდა მან პოლიტიკური მიზნებისთვის ჯარით მანიპულირება დაიწყო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42