საქართველოში პოლიტიკა პოლიტიკოსებმა უნდა წარმართონ და არა უშიშროებამ - ალასანია
პოლიტიკა - 19:51, 08 Nov, 2014     1376

„თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარის, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში პოლიტიკა წარმართონ პოლიტიკოსებმა, პარტიებმა, თვითმმართველობებმა და არა უშიშროებამ:

„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ კვლავ ამირჩიეთ თავმჯდომარედ. ეს არის თავისუფლების მოყვარე მტკიცე, ძლიერი ხალხის პარტია და დარწმუნებული ვარ, მომავალ არჩევნებში ჩვენს გამარჯვებაში. რაც მთავარია, დაუღალავი შრომა გვექნება იმისთვის, რომ თითოეული გადაწყვეტილება გავშალოთ მთელ საქართველოში. ვაპირებ აქტიურად ჩავერთო პარტიის სტრუქტურის მუშაობაში რეგიონებში ისევე, როგორც დედაქალაქში. ჩემთვის გადამწყვეტია, რომ დემოკრატებმა საზოგადოებასთან ერთად რეალურად შევძლოთ 2012 წლის საერთო გამარჯვების იმ იდეალების ერთგულება, რომლისთვისაც ხმა მოგვცა საზოგადოებამ. ამ გზიდან გადახვევა არ იქნება. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო გაყოფილი იყოს მმართველი კოალიციისგან და პარტიისგან. რეგიონებშიც და საქართველოში მთლიანად პოლიტიკა წარმართონ პოლიტიკოსებმა, პარტიებმა, თვითმმართველობებმა და არა უშიშროებამ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთი კანონები მივიღოთ, რომელიც გარანტირებულს გახდის თითოეული მოქალაქის დაცულობას და აღარასოდეს უდანაშაულო ადამიანები აღარ მოხვდებიან საპყრობილეში. ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად შეიცვლება მას მერე, როდესაც საზოგადოება გავერთიანდებით და რეალურად დავიწყებთ სახელმწიფოს და რაც მთავარია მთავრობის კონტროლს. ეს იქნება ჩემი და ჩემი პარტიის მთავარი ამოცანა", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42