„აფხაზთა კრება“ ამჟამად ზუგდიდში იმყოფებოდა, ეს იყო მეორე ფართო შეხვედრა საზოგადოებასთან და დევნილ მოსახლეობასთან. მთავარი საკითხი, რომელიც ამ შეხვდრაზე განიხილებოდა, ეს არის ანექსიის პროცესი, რომელსაც რუსეთი საქართველოს მიმართ ახორციელებს. დევნილი მოსახლეობის მთავარი მოთხოვნა გახლავთ ის, რომ ხელისუფლებამ არ გადაუხვიოს ევროატლანტიკურ მიმართულებას, უარი არ თქვას დეოკუპაციის პროცესზე. პროცესზე, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების მიერ არის აღიარებული და თითოეული ჩვენი ევროპელი და არა მარტო ევროპელი მოკავშირე, აღიარებს, რომ საქართველო არის ოკუპირებული და უნდა მოხდეს მისი დეოკუპაცია.
მოეორე საკითხი, რომელიც იყო აღნიშნული და მოთხოვნილი, რეზოლუცია, რომელიც კრების დასრულების შემდეგ მიიღო „აფხაზთა კრებამ“, არის ის, რომ აფხაზეთიდან დევნილ თითოეულ ადამიანს აქვს უფლება ისარგებლოს თავისი კონსტიტუციური უფლებით - აირჩიოს და იყოს არჩეული წარმომადგენლობით ორგანოში. საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას სამთავრობო პროგრამაში პირდაპირ უწერია, რომ ის უზრუნველყოფდა აფხაზეთის წარმომადგენლობებში არჩევნების ჩატარებას. ჩვენ ვითხოვთ, რომ მან დანაპირები შეასრულოს.
მესამე საკითხი, რომელიც არის უმთავრესი არის ის, რომ აფხაზეთის საკითხი ნუ გახდება პირადი სპეკულაციის ობიექტი, ეს უნდა იყოს ზეპარტიული საკითხი. ყველანი უნდა გავერთიანდეთ, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური შეხედულებისა, მიუხედავად ჩვენი პარტიული კუთვნილებისა, საქართველოს თითოეული მოქალაქე აფხაზეთის დეოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხის ირგვლივ, არ უნდა ვიყოთ დაქსაქსული. ეს სამი საკითხი იქნა ამ შეხვედრაზე მოთხოვნილი“, - განაცხადა „ნიუპოსტთან“ საუბრისას დავით ზაქარაიამ.
მასალის გამოყენების პირობები






