,,აფხაზთა კრების“ იდეა აფხაზეთში დაბრუნების შესახებ უნდა იყოს საყოველთაო -ნიკა ვაშაკიძე
პოლიტიკა - 18:55, 08 Nov, 2014     1370

,,აფხაზთა კრება“ გაიმართა დღეს ზუგდიდში, რომელსაც აფხაზურ არასამთავრობო და საზოგადოებრივ ჯგუფებთან ერთად ორგანიზაცია ,,ივერიას“ წევრები ესწრებოდნენ. მათ საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე და საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი მამუკა კუდავა.

ამ მოძრაობაში მთელი შეგნებით და მზადყოფნით ჩაერთო ჩვენი საზოგადოება ,,ივერია“ და უაღრესად აქტიურ მონაწილეობას მივიღებთ ყველა იმ ღონისძიებაში, რომელიც აქ არის გათვალისწინებული და დაიგეგმება. ამავე დროს ჩვენ, რა თქმა უნდა, სრულად ვიზიარებთ იმ მოთოხვნებს, რომელიც ამ მოძრაობის კონტექსტში ჟღერდება.

ნიკა ვაშაკიძის თქმით, აფხაზეთის ანექსიისა და აფხაზეთში დაბრუნების თემა უნდა გახდეს საყოველთაო და მასში უნდა იყოს ჩართული მთლიანად საქართველოს მოსახლეობა.

,,ეს მოძრაობა, რაც დღეს ხდება, წლების წინ რომ დაწყებულიყო, ჩემი აზრით, ამ და ბევრ სხვა საკითხში გაცილებით წინ ვიქნებოდით წასული, მაგრამ ,,სჯობს გვიან ვიდრე არასდროს“. ეს ღონისძიება ჩატარდება კიდევ სხვადასხვა რეგიონში და შეიძენს პერმანენტულ ხასიათს, რაც გულისხმობს იმას, რომ აფხაზეთში დაბრუნების თემა, თან სწორ კონცეფციაზე აგებული, გახდეს ინტენსიური და საყოველთაო და მასში ჩაბმული იყოს როგორც მთლიანად დევნილი მოსახლეობა, ასევე მთლიანად საქართველოს მოსახლეობა“, - განაცხადა ნიკა ვაშაკიძემ.

რაც შეეხება 15 ნოემბერს დაგეგმილ აქციას და მასთან ,,აფხაზთა კრების“ დღევანდელ შეკრებას, ვაშაკიძე განმარტავს, რომ ,,აფხაზთა კრება“ და მისი ზუგდიდში ჩატარება დაიგეგმა გაცილებით უფრო ადრე, ვიდრე გაჩნდა იდეა 15 ნოემბრის აქციისა, ,,ამიტომ არაფერი კავშირი ამ ღონისძიებებს შორის არ არსებობს“, - დასძენს ვაშაკიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42