აფხაზთა კრება მიიჩნევს, რომ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დაბრუნება ერთმნიშვნელოვნად გადის საქართველოს ევროატლანტიკურ ორიენტაციაზე. აფხაზთა კრებამ დღეს სპეციალური რეზოლუცია მიიღო.
,,აფხაზთა კრების“ მსვლელობისას პროვოკაციის მოწყობა სცადა ორმა ქალბატონმა, რომლებსაც ,,აფხაზთა კრების“ წევრებმა ტერიტორია დაატოვებინეს.
,,დევნილებს ატყუებენ, რომ ვითომ ახალი საფრთხეები დგას აფხაზეთის წინაშე“, - ეს ეთ-ერთი ქალბატონის სიტყვებია, რომელიც ,,აფხაზთა კრებას“ აპროტესტებდა.
,,აფხაზთა კრების“ წარმომადგენელთა განცხადებით, ორი პროვოკატორი აფხაზეთის მთავრობის დავალებას ასრულებდა. ,,აფხაზთა კრების“ ერთ-ერთი მოთხოვნა სწორედ აფხაზეთის მთავრობის სრული შემადგენლობით გადადგომა და ახალი არჩევნების ჩატარებაა, მათი თქმით, აფხაზეთის მთავრობა არალეგიტუმურად არის არჩული და ის არ ემორჩილება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კანონმდებლობას. ,,ხალხმა უნდა აირჩიოს ესენი, დევნილი მოსახლეობა ხომ არის, 25 წელია ესენი არიან, თაობა წამოვიდა და მათ არც კი იციან, ვინაა ეს ხალხი“, - აცხადებს აფხაზეთიდან დევნილი კრების მონაწილე. ,,აფხაზთა კრება“ აფხაზერთის მთავრობის წევრებს კრემლოიდობაში ადანაშულებენ და ამის დასტურად აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის პარტიის გენერალური მდივნის პოსტზე ყოფნას ასახელებენ. აფხაზთა კრების წარმომადგენლების თქმით, აქციაზე ორი პროვოკატორი ქალბატონის თანმხლები პირი აფხაზეთის მთავრობის გამგეობის წევრია.
დღეს ,,აფხაზთა კრებას“ ზუგდიდში 350-მდე დელეგატი ესწრებოდა, მათ შორის საზოგადოებრივი და პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები და ახალგაზრდული ორგანიზაციები.
მასალის გამოყენების პირობები






