ვიშ, რა პრინციპული, მედგარი და ხმალამოღებული ოპოზიცია გამოჩნდა - წიკლაური
სოც.მედია - 18:03, 08 Nov, 2014     1578

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნუგზარ წიკლაური „თავისუფალ დემოკრატებთან“ დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:

„ვიშ, რა პრინციპული, მედგარი და ხმალამოღებული ოპოზიცია გამოჩნდა?

იმდენად მედგარი, რომ გუშინ ოლიგარქმა მიიწვია სოლოლაკში, დღეს პარლამენტის თავმჯდომარე და სხვა მეოცნებენი ეწვივნენ ყრილობაზე, წარმატება უსურვეს, საპარლამენტო თანამდებობების შენარჩუნებას და უზრუნველ ცხოვრებას დაპირდნენ.

ეს ახალი სიმართლის მაძიებელნიც როგორ მორცხვად, მადლიერებით შეეგებნენ ბიძინას წყალობას: კარგიო, დავრჩებით პოსტებზეო, მანქანებსაც დავიტოვებთო, პრივილეგიებიც, ჯანდაბას, გვქონდესო.

გასაყოფი რა გვაქვს, ნაციონალები ხომ არ ვართო...

მგონი ყველაფერი ნათელია.

ივანიშვილის საქართველოში ნამდვილი ოპოზიციის გზა პროკურატურაზე, ციხეზე, დევნაზე გადის და არა პრივილეგიებზე და თანამდებობრივ პატივზე.

ალასანიას პარტია ორი წლის განმავლობაში ამართლებდა ჩვენი ქვეყნის რეგრესს, ოპოზიციონერთა ციხეებში ჩაყრას, კოლეგებზე თავდასხმებს; ურცხვად ტყუოდა ჩვენი მინისტრების კორუმპირებულობაზე და არ ერიდებოდა ბავშვის სიკვდილით სპეკულაციასაც კი.

სიმართლე ეს არის და სიმართლე აუცილებლად და ყოველთვის უნდა ითქვას, თუნდაც ვინმე არ დამეთანხმოს, რადგან ლეღვის ფოთლების მეტამორფოზის არასოდეს მჯეროდა“, - წერს წიკლაური.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42