„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ პარტიის ყრილობაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა.
„ჩვენ მოგვეცა შანსი და ამ შანსს არ ვუღალატებთ. საქართველო ჭეშმარიტად დემოკრატიული უნდა გახდეს. ზიზღი და დაძაბულობა პოლიტიკიდან უნდა გავუშვათ. ბოლომდე თავისუფლები არც ახლა ვართ. 2012 წელს გამოცხადებულ ბრძოლას არ გადავუხვევთ. ნატო ჩვენთვის არ წარმოადგენს უმაღლეს ღირებულებას. დღეს უკრაინაში რუსეთი ისევ აგრძელებს თავის ფუნდამენტალური იდეების განხორციელებას, ქართველებმა ეს არ უნდა დავუშვათ. დამოუკიდებლობის შენარჩუნება არის უმთავრესო ამოცანა იმ ვითარებაში, რაც ჩვენს ირგვლივ და ჩვენს რეგიონში ხდება, ამ დიდ გამოწვევას ერთად, შეურიგებლად გადავიტანთ და მომავალ არჩევნებში, 2016 წელს ხალხთან ერთად "თავისუფალი დემოკრატები" ვიზეიმებთ გამარჯვებას“, - განაცხადა ალასანიამ.
ირაკლი ალასანია პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს.
„თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილი იქნება, ხოლო პოლიტიკური მდივანი ნინო გოგუაძე.
ასევე დადგენილია გამგეობის შემადგენლობაც. "თავისუფალი დემოკრატების" გამგეობის წევრებად არჩეული იქნენ: ირაკლი ალასანია, მაია ფანჯიკიძე, დავით ზალკალიანი, ზურაბ აბაშიძე, ნინო გოგუაძე, ვიქტორ დოლიძე, ნონა თორდია, გიორგი მუსხელიშვილი, ალექსი პეტრიაშვილი, დავით ონოფრიშვილი, თეიმურაზ სალუქვაძე, ნინელი ფუტკარაძე, ირაკლი ქადაგიშვილი, სულხან ღლონტი, თამაზ შიოშვილი, შალვა შვგულიძე, ირაკლი ჩიქოვანი და გიორგი ცაგარეიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






