„თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარეს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია აირჩიეს. პარტიის თავმჯდომარის პოსტს, მანამდე ირაკლი ქადაგიშვილი იკავებდა.
„თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილი იქნება, ხოლო პოლიტიკური მდივანი ნინო გოგუაძე.
ასევე დადგენილია გამგეობის შემადგენლობაც. "თავისუფალი დემოკრატების" გამგეობის წევრებად არჩეული იქნენ: ირაკლი ალასანია, მაია ფანჯიკიძე, დავით ზალკალიანი, ზურაბ აბაშიძე, ნინო გოგუაძე, ვიქტორ დოლიძე, ნონა თორდია, გიორგი მუსხელიშვილი, ალექსი პეტრიაშვილი, დავით ონოფრიშვილი, თეიმურაზ სალუქვაძე, ნინელი ფუტკარაძე, ირაკლი ქადაგიშვილი, სულხან ღლონტი, თამაზ შიოშვილი, შალვა შვგულიძე, ირაკლი ჩიქოვანი და გიორგი ცაგარეიშვილი.
ფილარმონიაში „თავისუფალი დემოკრატების“ რიგით მესამე ყრილობა მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები






