ნოდარ ხადური საერთაშორისო სავაჭრო პალატის წარმომადგენლებს შეხვდა
პოლიტიკა - 13:06, 08 Nov, 2014     1129

ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობების განვითარებაზე ისაუბრეს ფინანსთა მინისტრს ნოდარ ხადურსა და საერთაშორისო სავაჭრო პალატაში შემავალი კომპანიების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე.

ფინანსთა სამინისტროში გამართულ დიალოგს დაესწრნენ საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტი ფადი ასლი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში აზიმ სადიკოვი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი და შემოსავლების სამსახურის უფროსი ირაკლი გვარამაძე.

შეხვედრაზე განიხილეს ბიზნესისთვის აქტუალური თემები, მათ შორის, ადმინისტრირებასთან დაკავშირებული საკითხები, რათა ურთიერთობა სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის ემყარებოდეს პარტნიორობის პრინციპებს.

„ჩვენ ბიზნესთან ხშირი კომუნიკაცია გვაქვს. შევთანხმდით, რომ უნდა გაგრძელდეს კონსტრუქციული თანამშრომლობა ბიზნესთან, რათა ქვეყანაში ბიზნეს გარემო გახდეს კიდევ უფრო უკეთესი. მთავარია, რომ ბიზნესმა გადალახა ის ბარიერი, რაც წინა პერიოდში ჰქონდა და დღეს ხელისუფლებასთან აქტიურად თანამშრომლობს,“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

„შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომელიც ჩვენს წინაშე დგას. მიგვაჩნია, რომ ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურთან ურთიერთობა უნდა წარმოებდეს ღია კარის პრინციპიდან გამომდინარე. შეხვედრაზე დასმული პრობლემების სიღრმისეული ანალიზისთვის, ჩვენ სამუშაო გარემოში დაგვჭირდება მუშაობა. მიმაჩნია, რომ ასეთი ურთიერთობა მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის, რათა ქვეყანაში არ გაუარესდეს ბიზნეს გარემო,“ - აღნიშნა საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა ფადი ასლიმ.

„მიხარია, რომ შეხვედრაზე გადამხდელებს საშუალება ჰქონდათ სამინისტროს ხელმძღვანელობასთან ესაუბრათ. ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის უნდა ჩამოყალიბდეს მჭიდრო ურთიერთობა, რათა სახელმწიფომ სწორად დაიცვას გადამხდელების ინტერესები ქვეყნის განვითარების გზაზე. ერთის მხრივ, ქვეყანაში სოციალური და კაპიტალური ხარჯების გაწევა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუკი გადამხდელი სრულად გადაიხდის მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს, მეორეს მხრივ, სახელწმიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ გადამხდელმა კომფორტულად იგრძნოს თავი,“ - განაცხადა სსფ-ს მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში აზიმ სადიკოვმა.

მიმდინარე წელს ფინანსთა მინისტრი უკვე შეხვდა სავაჭრო-სამრეწველო პალატის, სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს. შეხვედრა გაიმართა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელებთან, ასევე საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრებთან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42