მე, 300 არაგველის შთამომავალი ვარ და ჩემი გადაბირება შეუძლებელია! - ნათელაშვილი
პოლიტიკა - 00:00, 08 Nov, 2014     2820

„მე, 300 არაგველის შთამომავალი ვარ და ჩემი გადაბირება შეუძლებელია!“, - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა „რეაქციის“ ეთერში გადაცემის წამყვანის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ნათელაშვილი ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, ქვეყანაში დასავლეთსა და რუსეთს შორის გავლენის გადანაწილებისთვის ბრძოლა მიმდინარეობს.

„ის რაც ხდება ეს არის გეოპოლიტიკის ასახვა. ეს არ უკავშირდება არც ალსანიას, არც პეტრიაშვილს და არც ფანჯიკიძეს. ეს არის დასავლეთსა და რუსეთს შორის გავლენის გადანაწილებისთვის ბრძოლა, ბრძოლა თუ ვის დარჩება ევრაზიის პლიტა და ვის დარჩება ციმბირი თავისი უზარმაზარი რესურსებით. დღეს კრემლი გააღიზიანა საქართველოს ხელისუფლებაში ძალოვან თანამდებობაზე პროდასავლური მინისტრის ყოფნამ. რუსეთს უნდა ამერიკის კონტროლს გამოაცალოს ევროპა და ჩვენ ამ ბრძოლაში ვართ ჩართული. საქართველო ამ ბრძოლაში შაგრენის ტყავივით პატარავდება, ვინაიდან საქართველოს გამსახურდიას გარდა გარედან მართავდი ხელისუფლება ჰყავდა. 90-იანი წლებიდან 2003 წლამდე საქართველოს ძალოვან სტრუქტურებს მოსკოვიდან დანიშნული კადრები ხელმძღვანელობდნენ“,- განაცხადა ნათელაშვილმა.

„თქვენ რომ მოსკოვში გაქვთ დამთავრებული უნივერსიტეტი არაფერს ნიშნავს? თქვენც მოსკოვის სკოლა გაქვთ გავლილი“, - მიმართა ინგა გრიგოლიამ ნათელაშვილს.

„მე, 300 არაგველის შთამომავალი ვარ და ჩემი გადაბირება შეუძლებელია!“,- უპასუხა „ლეიბორისტების“ ლიდერმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42