"ირაკლი ალასანისგან მივიღე დაპირება, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ რჩებიან იმ კურსის ერთგული, რაც კოალიციას აქვს გაცხადებული და რაც შესაბამისობაშია მათ ამოცანებთან", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა „რეაქციის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.
„ირაკლი ალასანიამ და მე ვისაუბრეთ რამდენიმე საკითხზე. ეს შეეხება სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხებს და ცხადია ვისაუბრეთ მომავალ საპარლამენტო ურთიერთობებზე. მინდა გითხრათ, მისი მხრიდან მივიღე დაპირება, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ რჩებიან იმ კურსის ერთგული, რაც აქვს კოალიციას გაცხადებული, რაც შესაბამისობასია მათ ამოცანებთან საშინაო თუ საგარეო პოლიტიკაში. ამიტომ ძირითად საკითხებზე ჩვენ გვექნება თანამშრომლობა“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
ირაკლი ალასანია დავით უსუფაშვილის გარდა დღეს ყოფილ პრემიერს ბიძინა ივანიშვილსაც შეხვდა.
მასალის გამოყენების პირობები






