საქართველოში არსებულმა პოლიტიკურმა კრიზისმა ქართველი ექსპერტების გარკვეული ნაწილი აიძულა ეთქვათ, რომ საქართველო ახალი რევოლუციის ზღვარზე იმყოფება, რომლის მოწყობასაც ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშილის თანამებრძოლები შეეცდებიან. რუსეთში კი საქართველოში შექმნილ ვითარებას საკმაოდ თავშეკავებით შეხვდნენ. „ის გათავისუფლებები, რომელიც საქართველოს მთავრობაში ახლა მიმდინარეობს, ვნებს თავად ხელისუფლებას, ასევე, მნიშვნელოვანია იმის გაგება, როგორ იმოქმედებს ეს საქართველოს მიერ არჩეულ კურსზე“, - განაცხადა რუსეთის საგარო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა და დასძინა, რომ რუსეთი თვლაყურს ადევნებს საკადრო ცვლილებებს.
რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობის საკითხებში მაქსიმ შევჩენკო ერთერთ ინტერვიუში აცხადებს: „პრობლემა ის არის, რომ თუ ადრე საქართველოში იყვნენ ადამიანები, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებდნენ, რომლებიც საზოგადოებას ატყუებდნენ და ევროპისკენ წინსვლას აანონსებდნენ, ბღალავდნენ ქართველი ერის ტრადიციებს, უგულვებელჰყოფდნენ მართლმადიდებლურ ეკლესიას, უგულვებელჰყოფდნენ პატრიარქს და ყოველივე წმიდას და შედეგად ნებისმიერ ქართველს, ახლა ხელისუფლების სათავეში იმყოფებიან უფრო მეტნი, ვიდრე ქართველები. დღეს საქართველოს ხელისუფლება - ეს 120 პროცენტით ქართველები არიან, როგორც ფილმიდან „ნუ გლოვობ!“, ასევე ლეგენდარული ქართული ფილმიდან „იყო შაშვი მგალობელი“. ისინი ძალიან კარგი ადამიანები არიან, სამუშაო მაგიდასთან იდეალურად მსხდომნი, მორწმუნენი. მათ შეუძლიათ გამონახონ საერთო ენა პოლიტიკურ და ადამიანურ ურთიერთობებში. ეს კარგი ადამიანები წმენდენ საქართველოს სააკაშვილის რეჟიმის დანატოვარისგან, წმენდენ სასამართლო პროცესებით ამ რეჟიმის მნიშვნელოვანი ადამიანების წინააღმდეგ, კერძოდ კი სააკაშვილის, მერაბიშვილის წინააღმდეგ, რომლებიც საქართველოს გარდაუვალ კრიზისს უქადნენ“.
შევჩენკოს თქმით, „საქართველოს აქვს ძალიან მცირე გამოცდილება როგორც სახელმწიფოს, სწორედ ამიტომ კრიზისიც გარდაუვალია“
„არ შეიძლებოდა, მერაბიშვილი რომ არ დაეჭირათ იმისთვის, რასაც იგი ციხეებში აკეთებდა, ასევე პოლიტიკური მკვლელობებისთვის. არ შეიძლებოდა ახალაია რომ არ დაეჭირათ, არ შეიძლებოდა სააკაშვილის რეჟიმის კრიმინალების წინააღმდეგ ბრძოლა არ დაეწყოთ. მაგრამ ეს საქართველოს მოსახლეობისთვის, იმას კი არ უნდა ნიშნავდეს, რომ შემდეგი ხელისუფლებაც კრიმინალური აღმოჩნდა...ეს აიძულებს ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას იყოს უფრო ლმობიერი, ლმობიერება კი იმ ტრადიციების დაბრუნებას გულისხმობს, რომელთა განადგურებასაც სააკაშვილი ცდილობდა“, - მიიჩნევს შევჩენკო.
საქართველოს პოლიტიკის განსაკუთრებულობაზე საუბრისას, ექსპერტმა განაცხადა: „საქართველოს პოლიტიკა თბილისში იქმნება. პარლამენტის ქუთაისში გადატანა - ეს ფორმალურობაა. იმისათვის რომ ესა თუ ის საკითხი გადაწყვიტონ, ქუთაისიდან თბილისში ჩადიან, სხდებიან რესტორნებში, კაფეებში და იქ განიხილავენ და წყვეტენ პრობლემებს. თბილისელები - ისინი განსაკუთრებულად პოლიტიკური ხალხია.
ამასთანავე, შევჩენკოს აზრით, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა უკვე სხვა ეტაპზე იმყოფება: „თუნდაც კარასინი-აბაშიძის მუდმივი შეხვედრები...როგორ შეიძლება ნამდვილ ქართველებთან და არა სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენლებთან, არ იმეგობრო? ეს აბსურდია. ისინი არიან ადამაინები, რომელბიც მოწესრიგებულნი არიან ყველაფერში: მანერებში, ეთიკაში. ისინი არიან ადამიანები, რომლებთანაც შესაძლოა განიხილო ნებისმიერი რთული საკითხი. საკითხავი ის არის, რამდენად ფლობენ რეალურ ძალაუფლებას საქართველოში ეს ნამდვილი ქართველები“.
მასალის გამოყენების პირობები






