გედევან ფოფხაძის თქმით, ის ვერ გაიზიარებდა იმ ემოციური განწყობა, რაც“თავისუფალ დემოკრატებში“ იყო.
მისი თქმით, „თავისუფალი დემოკრატებიდან“ წამოსვლის მიუხედავად, პარტიის წევრები მისი მეგობრები არიან და მათ წარმატებას უსურვებს.
„მინდა წარმატება ვუსურვო ირაკლი ალასანიას, პიროვნებას, რომელიც ჩემი აზრით ქართული პოლიტიკისთვის ძალიან ღირებულია. თუმცა მე მიმაჩნია, რომ ჩემი ადგილი არის უმრავლესობაში. ის ემოციური განწყობა, რაც იყო“თავისუფალ დემოკრატებში“ მე არ და ვერ გავიზიარე. ჩავთავლე, რომ საჭირო იყო უფრო მშვიდად და წყნარად დაგვეყენებინა ის, რაც გვქონდა ფრაქციას და რაც ჰქონდა ირაკლი ალასანიას. მე მგონი ეს ის შემთხვევაა, როდესაც ვინც ბრაზობს ის არის მტყუანი. მოგეხსენებათ რომაელებს ჰქონდათ ასეთი გამოთქმა -იუპიტერ შენ ბრაზობ ე.ი. არ ხარ მართალი“,-განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
შეგახსენებთ, გედევან ფოფხაძემ „თავისუფალი დემოკრატები“ დატოვა.
მასალის გამოყენების პირობები






