ზურაბ აბაშიძე პარლამენტის ვიცესპიკერის პოსტთან დაკავშირებით უმრავლესობის გადაწყვეტილებას დაელოდება, ვიცე სპიკერი პოსტის დატოვებას საკუთარი სურვილით არ აპირებს.
"ჩვენ ვართ ოპოზიციური პარტია, ოპოზიციური ფრაქცია, გვექნება ჩვენი პოზიციები, ასე რომ, დაველოდოთ, საინტერესო პერიოდი იწყება ქვეყანაში და პარლამენტში.
რაც შეეხება ვიცესპიკერის პოსტს, მე ვიყავი უმრავლესობისგან წარდგენილი და უმრავლესობამ გადაწყვიტოს ეს თვითონ. მე არაფრის დატოვებას არ ვაპირებ, თვითონ მიიღონ გადაწყვეტილება. ჩემთვის არანაირი პოსტი არ არის მთავარი, მთავარია მანდატი, რომელიც ხალხმა მომანიჭა, მე ვარ არჩეული დეპუტატი, ასევე მაჟორიტარი დეპუტატი სამგორში და გავაგრძელებ მუშაობას. როგორც ვიცესპიკერს, მიმყავს საერთაშორისო ურთიერთობები, თუ ჩემზე უკეთესს ნახავენ, კი ბატონო, წარმატებებს ვუსურვებ",-განაცხადა აბაშიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






