,,სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობაში არავინ იკვლევს იმ დოკუმენტებს, რომელიც შედის რუსეთის დუმაში, ეს რომ ასე ყოფილიყო უკვე იქნებოდა ატეხილი განაგაში იმასთან დაკავშირებით, რომელიც ცხინვალის რეგიონს ეხება და რომელიც რუსთის დუმაში ოფიციალურად შევიდა განსახილველად. ეს დოკუმენტი იქნება კიდევ უფრო მძმე, ვიდრე ხელშეკრულება აფხაზეთთან. მაგრამ ამ დოკუმენტის შესვლის ფონზე, ძალიან საგანგაშოა კოკოითის განცხადება, რომელიც საუბრობს თრუსოს ხეობაზე. რუსმა ექსპერტებმა უკვე დაიწყეს ღიად საუბარი იმაზე, რაზეც ჩვენ ვაფრთხილებდით როგორც ქართულ საზოგადოებას, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას. ეს საშიშროება რეალისტური გახდა 2012 წლისთვის, სწორედ ამის გამო ვიყავი ვაშინგტონში და ვმართავდი შეხვედრებს. საშიშროება ეხება რუსეთის დიდ სურვლის, რომ შექმნას პირდაპირი კავშირი გიუმრის ბაზასთან. აფხაზეთის და ეხლა უკვე ცხინვალის ხელშეკრულების ფონზე რუსი ექსპერტები ღიად და დაუფარავად საუბრობენ იმაზე, რომ რუსეთის ნომერ პირველი ამოცანა ეხლა არის სომხეთის საზღვარზე გასვლა. აქვე ისინი აღნიშნავენ, რომ 2008 წლის ომის ერთ-ერთი მთავარი მიზანი არ იყო შესრულებული და სწორედ სომხეთის საზღვარზე გასვლა იყო მაშინაც მიზანი, მაგრამ ჩვენი ჯარის, ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერისა და ჩვენი საზოგადოების კონსოლიდაციის გამო, ეს ვერ მოახერხეს. დღეს უკვე ღიად საუბრობენ და ამიტომ ალაპარაკდა ეხლა კოკოითი თრუსოს ხეობაზე გასვლის შესახებ, ამიტომ საუბრობენ რუსი სამხედროები და ექსპერტები იმ გზაზე, რომლის მშენებლობაც კახეთში დაიწყეს, ანუ ავარო-კახეთის გზა, ამავე მიზნისთვის სჭირდებათ თრუსოს ხეობა, რომ გააძლიერონ თავისი პლაცდარმი საქართველოში, მაგრამ ჰაერივით სჭირდება ეხლა კახეთის გზა, ანუ რუსეთის მხრიდან კახეთში შემომავალი გზა, რომ ამ მონაკვეთის გამოყენებით გაჭრან პირდაპირი დერეფანი გიუმრის ბაზაზე. რუსები ამ სიტუაციაში საქართელოს უყურებენ, როგორც პოტენციურ მსხვერპლს. რუსეთში კვლავ გრძელდება საუბრები ირანში სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში, ჩრდილო ირანის ოკუპაციაზე. ამისთვის რუსეთის გენშტაბი უკვე ღიად საუბრობს, რომ ამისთავის საჭირო დერეფანი გაკეთდეს საქართველოს გავლით“, - აცხადებს შაშკინი.
შაშკინი რუსეთის კიდევ ერთ სახიფათო გეგმაზე საუბრობს, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებთან ხელშეკრულებების დადებას ეხება. ყოფილი მინისტრის თქმით, ეს არის მუქარა, რომელსაც კრემლი ,, პოლიტიკური ცვლილების შემთხვევაში რეგიონების დაცვას“ უწოდებს.
,,დღეს რუსეთის დუმაში გაჟღერდა იდეა, დეპუტატები სთვაზობენ, რუსეთის მთავრობამ განიხილოს იდეა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებთან პირდაპირი ხელშეკრულებების დადების და ამას ასაბუთებენ იმით, რომ საქართველოში შესაძლებელია პოლიტიკური რეჟიმის შეცვლა და რუსეთს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, დაიცვას ეს კონკრეტული რეგიონები. ქართული რეგიონების დაცვა - კიდევ ახალი მუქარაა. გამოდის რომ დაახლოებით 100 კაცს რომ გადაუხადონ ფული და შექმნან პროვოკატორების ჯგუფი, შეიძლება შემოიჭრან კახეთში მათი დაცვის მიზნით. 100 პროვოკატორი კი მარტივად მოიძებნება. არ ვიცი რა უნდა თქვას და გააკეთოს რუსეთმა ამაზე მეტი, რომ ჩვენი მთავრობა ადექვატური გახდეს, ასეთი მუქარა 2008 წლის ომის შემდეგ არ ყოფილა. ისინი უკვე პირდაპირ გეგმებს აჟღერებენ“, - აცხადებს შაშკინი
ხომ ამ არის ეს მორიგი ანექსიისთვის ღია მზადება, შაშკინი განმარტავს, რომ რუსეთმა ვერ მიაღწია 2008 წელს საბოლოო მიზანს, რომელიც თბილისის აღებაში გამოიხატებოდა. მისივე თქმით, საბოლოო მიზანი გიუმრის ბაზაზე გზის გაჭრაა და ამისათვის ავარო-კახეთის მონაკვეთი რუსეთს სასიცოცხლოდ სჭირდება.
,,რუსეთს ამ ხელშეკრულებების საფუძველზე ღიად საუბრობს, რომ აფხაზეთს და ცხინვალს ,,ჩვენგან დაიცავს“, ეს ახალი იდეები მიუთითებს იმაზე, რომ მიუხედავად მათ მიერ წართმეული ტერიტორიების 20%-ისა, კრემლმა მიზანს მაინც ვერ მაიღწია და მიზანი 2008 წელს იყო თბილისის აღება. რაში მდგომარეობდა ეს მიზანი: ერთადერთი სახმელეთო გზა გიუმრის ბაზასთან არის საქართველო, მაგრამ საქართველოს გავლით ეს გზა გადის თბილისით. გინდაც გორიდან შემოვიდნენ და გინდაც ცხინვალიდან, ისინი მაინც იჭედებიან იმ გზაზე, რომელიც თბილისისკენ მოდის, სამხედრო თვალსაზრისით მათთვის ეს არის რთული, ჩრდილო ირანში შეჭრის შემთხვევაში, საჭიროა 100 ათასიანი სამხედრო კორპუსი, რომელიც გატარებაც ამ ხეობაში არის შეუძლებელი, არის საშიში სამხედრო თვალსაზრისით. ეს არის ნატახტარი-თბილისის მონაკვეთი, აქ ტანკი ვერ გაივლის, ეს გზა სამხედრო თვალსაზრისით არის ყველაზე სუსტი რგოლი ნებისმიერი შეჭრის მომენტში, ამიტომაც სურთ კახეთზე გზის გაჭრა, იქ არის მინდვრები და რა საშუალებითაც გინდა იმით გაივლი“, - აცხადებს შაშკინი.
მასალის გამოყენების პირობები






