"ტაბულას" რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრში გამართულ შეხვედრებს ეხმაურება:
"ქვეყანა კულუარებიდან არ უნდა იმართებოდესო და ატალახდა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრის კულუარი.
ამასთან, "ბაზრდება" ალასანია იარაღის შესყიდვაზე გარიგებას აწერდა ხელს საფრანგეთთან და დაურეკეს (სხვადასხვა ვერსიით მინდია ჯანელიძე, ზედელაშვილი) იმისთვის რომ ეთქვათ არ მოაწეროო. ამან მაინც მოაწერაო.
ამიტომ დაიჭირეს ის ხალხიო.
ამ ამბავს ალასანიას ხალხი ავრცელებს.
თუ ეს მართალია და ალასანია მალავს, იმის პარალელურად რომ არაანგარიშვალდებულ პირს რაღაც ანგარიშებს აბარებს, მას შემდეგ, რაც წინა დღეს უარი განაცხადეს მისი თანდასწრებით პოლიტსაბჭოზე საუბარზე, შეიძლება იმის თქმა მომიწიოს, რომ პაჟი მართალია ალასანიას შეფასებაში.
რაც არ გამიხარდება."- წერს ჩერგოლეიშვილი
მასალის გამოყენების პირობები






