ხაჯიმბა - რუსეთთან ხელშეკრულების პროექტი უკვე მზად არის (ვიდეო)
პოლიტიკა - 17:37, 07 Nov, 2014     1793


6 ნოემბერს ე.წ. "აფხაზეთის ტელერადიოკომპანიის" წარმომადგენლებთან ინტერვიუში რაულ ხაჯიმბა აცხადებს, რომ რუსეთთან ხელშეკრულების პროექტი უკვე მზად არის. მისი თქმით, თავდაპირველ პროექტში ბევრი რამ იყო ისეთი, რაც აფხაზი ხალხის ინტერესებში არ შედიოდა, თუმცა ხელშეკრულება გადამუშავდა და ამჟამად მან ჩამოყალიბებული დოკუმენტის სახე მიიღო.

მისი თქმით, ხელშეკრულება უკვე გადაეგზავნა რუსეთის შესაბამის უწყებებს და ახლა მათზეა დამოკიდებული, თუ რამდენად სწრაფად მოხერხდება მისი ხელმოწერა.


ხაჯიმბას თქმით, გასათვალისწინებელია ის მომენტიც, რომ რუსეთშიც არსებობს აზრთა სხვადასხვაობა და პროცესები იქაც რთულად მიმდინარეობს. ამას აფხაზი ხალხი გაგებით უნდა მოეკიდეოს, რადგან ეს დოკუმენტი პირველ რიგში აფხაზეთს სჭირდება.


"ჩვენი ქვეყანა მჭიდროდაა მიბმული რუსეთთან, თუნდაც ფინანსურ საკითხებში და ამ პროცესებიდან მკვეთრი გამოსვლა შეუძლებელია," - აცხადებს ე.წ. პრეზიდენტი.


მისი განცხადებით, ის ხალხი, ვინც საერთოდ ეწინააღმდეგება ამ დოკუმენტის ხელმოწერას, მერკანტილური და კერძო ინტერესებით ხეკლმძღვანელობს.


იგი ასევე დიდ იმედებს ამყარებს ამ დოკუმენტით გათვალისწინებულ ე.წ. უსაფრთხოების საკითხებს და მიიჩნევს, რომ დოკუმენტი ხელს შეუწყობს "აფხაზური არმიის" მოდერნიზაციას და თანამედროვე სახის შეიარაღებულ ძალებად ჩამოყალიბებას. ამას, ხაჯიმბას თქმით დიდი ფინანსები სჭირდება, რის მიღებასაც იგი რუსეთისაგან აპირებს. რაც შეეხება რუსეთის სამხედრო ნაწილების ყოფნას აფხაზეთის ტერიტორიაზე, ეს ფაქტი აუცილებელია აფხაზეთის თავდაცვის ჭრილში იქნას განხილული.

"დღევანდელ დღეს საფრთხე რეალურად არსებობს და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამისთვის," - აცხადებს ხაჯიმბა.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42