რუსეთის საბაზისო ამოცანა საქართველოში - კრემლი ანექსიისთვის ღიად ემზადება
პოლიტიკა - 16:42, 07 Nov, 2014     6639
ორშაბათს, 3 ნოემბერს აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში რუსეთსა და აფხაზეთს შორის „თანამშრომლობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მოლაპარაკების“ სამუშაო ვერსია შევიდა.

თავდაპირველი პროექტი რუსი სპეციალისტების მიერ არის მომზადებული: პირველ ვერსიაში მას „შეთანხმება თანამშრომლობასა და ინტეგრაციის შესახებ“ ერქვა. მოსალოდნელია, რომ დოკუმენტის საბოლოო ვერსია 2014 წლის ბოლომდე დამტკიცდება.

„ლენტა.რუ“-ს ინფორმაციით, ანალოგიური შეთანხმება ამ დროისათვის რუსეთში „სამხრეთ ოსეთთან“ დაკავშირებითაც მზადდება. წყაროს ცნობით, აღნიშნულ დოკუმენტზე მუშაობაც მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება და „აფხაზური ვარიანტისგან განსხვავებით“, იგი „მოიცავს გაცილებით მჭიდრო ინტეგრაციას“. რუსული მხარის მტკიცებით აღნიშნული შეთანხმების არსია - დამოუკიდებელი რესპუბლიკების ფაქტობრივი გაერთიანება, საზოგადო უფლებებით, სამხედრო, სავაჭრო პროცესებით რუსეთსა და ევრაზიულ კავშირში.

ორმხრივი მოლაპარაკებების ინსტიტუტი შესაძლოა რუსეთის შიდაპოლიტიკის ახალი ინსტრუმენტი გახდეს, რომელიც რუსეთს საშუალებას მისცემს გადაწყვიტოს მისი ამოცანები სხვადასხვა გართულებების გარეშე საერთაშორისო ურთიერთობებში.

კავკასიური გამოწვევა

რუსეთი პოლიტიკური თვალსაზრისით, ჯერ არ არის მზად საკუთარ რიგებში ახალი ტერიტორიები მიიღოს და ამ მომენტისათვის ყირიმით შემოიფარგლა. რუსეთში დონეცკისა და ლუგანსკის თვითაღიარებული რესპუბლიკების შეერთების საკითხი ჯერ არ განიხილება, ისევე, როგორც არ განიხილება უახლოეს მომავალში აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ შეერთების საკითხიც. სოხუმში არასდროს მალავდნენ, რომ აფხაზეთი არ გეგმავს რუსეთის ფედერაციასთან შეერთებას. განსხვავებით იმისა, რომ ცხინვალში ყოველთვის არსებობდა პოლიტიკური კონსესუსი რუსეთის რიგებში შესვლასთან დაკავშირებით.

თუმცა, რუსეთის აღიარება, ამ ეტაპზე ახალი ტერიტორიების შეერთებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით, სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთი სამხრეთით გაფართოებაზე უარს ამბობს და არ აპირებს საერთაშორისო არენაზე საკუთარი პრობლემების მოგვარებას. ასეთი საბაზისო ამოცანა რუსეთს რეგიონში ორი აქვს და ისინი ძალიან მჭიდროდ არიან ერთმანეთთან დაკავშირებული.

პირველი - არ დაუშვან საქართველოს ტერიტორიაზე ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსება და ქვეყნის ევროკავშირის ეკონომიკურ სტრუქტურებში საბოლოოდ გაწევრიანება.

მეორე ამოცანა - სომხეთში საიმედო პირდაპირი სატრანსპორტო დერეფნის უზრუნველყოფა. რესპუბლიკა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს შეუერთდა და ერევანის სრულყოფილი გაერთიანებისათვის, ევრაზიული კავიშირის ურთიერთობების სრულფასოვანი რეალიზაცია გარდაუვალია.

ამასთანავე, რუსეთის მხრიდან სატრანსპორტო კომუნიკაციების კონტროლი, სომხეთში რუსული სამხედრო ბაზის სრულფასოვან ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. სტრატეგიულად, მისი დანიშნულება რთული შესაფასებელია. მანძილი სასომხეთის საზღვარზე მდებარე ქალაქ მეგრიდან ირანის ქურთისტანამდე არის 250 კილომეტრზე ნაკლები, ანუ ეს არის თანამედროვე ტაქტიკური სარაკეტი სისტემების მოქმედების ზონაში.

როგორც „ლენტა.რუ“ წერს, აფხაზეთთან და „სამხრეთ ოსეთთან“ ზემოთ აღნიშნული შეთანხმების მიღწევა საშუალებას მისცემს რუსეთს, გადაწყვიტოს თვითაღიარებული რესპუბლიკების სრული ინტეგრაცია მის რიგებში, მათი ე.წ. სახელმწიფო დამოუკიდებლობის შენარჩუნების ჩათვლით.

არსებული დოკუმენტის მეშვეობით, რუსეთი განიხილავს აფხაზეთთან საერთო სამხედრო და სავაჭრო სივრცის შექმნას, ასევე შიდა პოლიტიკური ინსტიტუტების ერთობლივ მუშაობას. დოკუმენტის მიხედვით განსაკუთრებული პირობები შეექმნებათ რუსეთის მოქალაქეებს და რუსეთის საზღვრები გადმოიწევა სამხრეთით, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ადმინისტრაციულ საზღვრებთან.

სამხრეთი ვექტორი

ამასთანავე, მაღალსტრატეგიული ამოცანების მიუხედავად, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ საზღვრებთან გაჩერება რუსეთს არ შეუძლია. 31 ოქტომბერს, ვლადიკავკაზში“ოსეთის უმაღლესი საბჭოს“ შეხვედრა გაიმართა, სადაც მონაწილეობა თეიმურაზ მამსუროვმა და ლეონიდ თიბილოვმა მიიღეს.

შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა ედუარდ კოკოითი. მან იმაზე ისაუბრა, რომ „სამხრეთ ოსეთს“ თრუსოს ხეობა ეკუთვნის. დამსწრე საზოაგდოებამ, კოკოითის განცხადება მიიღო, როგორც მისი დაბრუნება აქტიურ პოლიტიკაში. ყაზბეგის რაიონში მათი შესვლის შემთხვევაში, ისინი საქართველოს სამხედრო გზის ნაწილის გაკონტროლებას შეძლებენ, რაც რუსეთსა და სომხეთს შორის ყველაზე მოკლე გზა იქნება.

ამასთანავე, რუსეთი განსაკუთრებით დაინტერესებული ტრანსკავკასიული საავტომობილო გზის მშენებლობით არის, რომელიც რუსეთს, „სამხრეთ ოსეთის“ გავლით სომხეთთან და ირანთან დააკავშირებს. „დასავლური“ მარშუტი სომხეთისკენ გორის გავლით გადის.

გამოცემა წერს, რომ საქართველოში შექმნილმა პოლიტიკურმა სიტუაციამ, შესაძლოა რესპუბლიკაში არამდგრადი სიტუაცია გამოიწვიოს. ნოემბრის დასაწყისში თანამდებობიდან რამდენიმე საკვანძო მინისტრი გადადგა. ირაკლი ალასანიამ საქართველოს ხელისუფლება დასავლური კურსიდან გადახვევაში დაადანაშაულა. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი ალასანიას პარტიას „რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ“ ერთობლივი ბრძოლისკენ მოუწოდა. აშშ კი არსებული სიტუაციის გამო შეშფოთებულია.

,,ქართული გამოცდილების თანახმად, ხელისუფლებების რევოლუციის გზით ცვლილებასთან დაკავშირებით, მოსალოდნელია დესტაბილიზაცია უკრაინული სცენარით. ამ შემთხვევაში, რუსეთი არა მხოლოდ შეასრულებს დოკუმენტით გათვალისწინებულ პირობებს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დასაცავად, არამედ იქნება იძულებული უზრუნველყოს საზოგადოების უსაფრთხოება. ამ შემთხვევაში ორმხრივ მოლაპარაკებები აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ თვითაღიარებული ხელისუფლებისა და მოსახლეობის მიერ ლეგიტიმურად იქნება აღიარებული", - წერს გამოცემა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42