ვისი ვალი აქვს ლანჩხუთის ხელისუფლებას 150 000 აშშ დოლარი?!
საფეხბურთო კლუბ ,,გურია“-ს ყოფილი ხელმძღვანელის, კობა მირზაშვილის და, მარინა თორთლაძე უკვე რამდენიმე თვეა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისგან, კუთვნილი თანხის უკან დაბრუნებას ითხოვს. "ვითხოვ იმას, რაც გუნდს ვასესხე და ეს გადასარევად იცის ხელისუფლებამ, თავად რა თანხა გადმორიცხა. ჩემი ძმა, კობა მირზაშვილი, როცა მოვიდა კლუბის ხელმძღვანელად, გუნდი დაშლის პირას იყო. 10 აგვისტოს იყო პირველი თამაში, თამაშის წინ გუნდმა განაცხადა, რომ არის დავალიანება წინა წლების და თამაშზე არ მიდიან. პირველი თანხა 8 რიცხვში გადმოვრიცხე 4 ათასი ლარი. თბილისში როცა იყო თამაში, თანხა არ იყო და გუნდი აცხადებდა, რომ არ გავიდოდა თამაშზე. მოვაგროვე ჩემი და ჩემი ახლობლების ოქროს ნივთები დავალომბარდე და 23 ათასი შევაგროვე, თემურ ალექსაიამ იცის, რომ ერთ –ერთ ბანკში 2 000 დოლარი პროცენტიანი ავიღეთ, ასე გავეცით მაშინ 25 ათასი, პირადად მე დავადექი თავზე, რომ ეს თანხები აეღო ფეხბურთელებს, ეს იყო დინამოსთან თამაშის წინა ღამით." _ მისივე განმარტებით, საჩუქრების გარდა, რომელიც ამ თანხაში არ შედის და რომელიც მან კლუბს მოახმარა, ჯამში 150 000 დოლარია.
,,გამგებელი ამბობდა, რომ თუ არ გავჩერდებოდი ფინანსურ პოლიციას შეუშვებდა, საფეხბურთო კლუბ ,,გურიაში" ახლა რაღა მოხდა? რატომ არ უშვებს? პირადად ჩემი ხარჯებით ჩავატარე აუდიტი და აქ მაქვს აუდიტის დასკვნაც, რომელიც რამდენიმე თვე იმტვერებოდა ერთ–ერთი კარადის თაროზე, მიიღო რაიმე ზომები? რა თქმა უნდა, - არა._ აცხადებს ქალბატონი მარინა და აქვე დასძენს, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე სპონსორის მოყვანაშიც შეგნებულად უშლიდა ხელს.
"ზაზა ურუშაძეს შეგნებულად არ აწყობდა სპონსორის თემა. მე მყავდა ორი სპონსორი. ერთი მათგანის, საშუალებით ვასაქმებდი 80 –100 ადამიანს, მეორე სპონსორის საშუალებით, უნდა გაკეთებულიყო ორი გაზგასამართი სადგური, ამას გარდა, ბაზაზე უნდა გაკეთებულიყო სასტუმრო კომპლექსი , ორი სტადიონი. ბაზაზე შევქმნიდით, ისეთ პირობებს, რომ თვით ბაზა არჩენდა გუნდს. როცა ვამბობდი, რომ მყავს სპონსორი, ვერ ვეღირსე ელემენტარულად იმას, რომ ბაზის ღირებულება გამეგო. ხომ უნდა მცოდნოდა, რა პირობებს ვთავაზობდი სპონსორს და რაზე იქნებოდა საუბარი? არ მეგონა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა, გინესის წიგნში თუ უნდა შესულიყო თაღლითობის კუთხით” .
რაც შეეხება ზემოთ აღნიშნულის დამადასტურებელ დოკუმენტებს, მარინა თოთლაძე ამბობს, რომ ამჟამად გააჩნია საგარანტიო წერილი 100 ათასი ლარის თაობაზე.
,,დანარჩენი თანხის გადმოგზავნისა და მიღების დამადასტურებელი დოკუმენტაცია აქვს კლუბს. მათი მოპოვება არც თუ ისე ძნელია“ , - ამბობს თორთლაძე.
ლანჩხუთის გამგებელი ზაზა ურუშაძე თორთლაძის ბრალდებებზე კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს. როგორც მისი პრესსამსახურიდან გვაცნობეს, ის საქმიანი ვიზიტით თბილისში იმყოფება. მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონი მარინა კლუბს აფერაში, ედავება და მისი საბრალდებო განცხადებები უშუალოდ გამგებლის მისამართით არის გაკეთებული, პრესსამსახურის თქმით, აღნიშნულზე კლუბი მალე გააკეთებს განცხადებას.რაც შეეხება გამგებლის მოადგილე ვახტანგ ზენაიშვილს, ის აღნიშნულს საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე გამოეხმაურა: "სიმართლე არის ის, რომ ლანჩხუთის გამგეობა ყველა ვალს გადაიხდის თუ იქნება წარმოდგენილი შესაბამისი დასაბუთება ამ თანხის (150000$ ?!) საფეხბურთო კლუბში დახარჯვის შესახებ. ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი დამეთანხმება,რომ გამგეობა ვალს მხოლოდ თორთლაძის განცხადებაზე დაყრდნობით ამდენი და ამდენი დავხარჯეო, ვერ აღიარებს. ისე, რჩევისთვის ვიტყვი: ვალის დასაბრუნებლად პრესა არ გამოდგება, აჯობებს სასამართლოს მიმართონ”."ნიუპოსტი" თორთლაძის მოთხოვნის საპასუხო პოზიციას კლუბის მხრიდან განცხადების გაკეთებისთანავე მოგაწვდით .
გურია - თეა იოსელიანი
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა






