თავდაცვის სამინისტროში იმყოფებოდნენ ასევე, აშშ-ის თავდაცვის ატაშე საქართველოში, პოლკოვნიკი მეთიუ დიმიკი და საელჩოს პოლიტიკური ოფიცერი ერიკ ჰანი.
შეხვედრაზე საუბარი აშშ-საქართველოს შორის ორმხრივი თანამშორმლობის საკითხებს შეეხო. ყურადღება გამახვილდა სამხედრო-პოლიტიკურ და სამხედრო-ტექნიკურ სფეროში ურთიერთობაზე. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომავალში უსაფრთხოებისა და სამხედრო სფეროში ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
„ჩვენს ამერიკელ და ნატო-ელ პარტნიორებთან თანამშრომლობა ყველა პლატფორმასა და ყველა ფორმატში აქტიურად და ინტენსიურად გაგრძელდება. კიდევ უფრო მოიმატებს ინტენსივობა, ვიდრე აქამდე იყო. ამის შესახებ მე ელჩს ვესაუბრე. მისი მხრიდანაც გამოითქვა შესაბამისი მზადყოფნა. ასე რომ, ჩვენ ვგეგმავთ ახალი ინიციატივები წარმოვადგინოთ პარტნიორების წინაშე“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მასალის გამოყენების პირობები






