გორგოძემ დერბიში იკაპიტნა
სპორტი - 20:09, 07 Jan, 2013     678
ამ დროს მოედანზე გუნდის კაპიტანი ფულჟანს უდრაოგო გამოჩნდა და ქართველმა გოლიათმაც მას დიდსულოვნად გადაულოცა სამკლავური.

 

ბოლო დროს 2011 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენს კაპიტნობას სულ უფრო ხშირად და ხშირად ანდობენ და მამუკაც საქმეს უნარიანად უძღვება. მიუხედავად მეტოქეთა მცდელობისა, ის პასუხისმგებლობას გრძნობს და ჩხუბში არათუ თვითონაც არ ერევა, თანაგუნდელებსაც ამშვიდებს. განვლილ მატჩში, როდესაც მოედანზე უდრაოგო გამოვიდა, რეფერიმ გორგოძეს რამდენჯერმე მიმართა, მაგრამ მან ყველა ჯერზე უცვლელ კაპიტანზე მიუთითა და ეს მის დამსახურებას უფრო მეტად ზრდის.

 

ტურის ცენტრალურ მატჩში გორგოძის, გიორგი ჟღენტისა და მიხეილ ნარიაშვილის “მონპელიე” 2010 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენ დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის “კლერმონს” ეწვია და 17651 მაყურებლის წინაში ლამაზ ბრძოლაში 18:36 დამარცხდა. გორგოძემ შეუცვლელად ითამაშა, ნარიაშვილი შეცვლაზე 56-ე წუთზე შევიდა, ხოლო ჟღენტს მხრის ტრავმა აწუხებს და განაცხადში არ იყო. განაცხადში არ იყო კოლელიშვილიც, ხოლო ზირაქაშვილმა პირველიდან 66-ე წუთამდე იბურთავა და გორგოძისა არ იყოს, მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო.

 

სტუმრები ლელო-გარდასახვით მატჩის დებიუტშივე დაწინაურდნენ, მაგრამ მე-12 წუთზე ლელო-გარდასახვა თავადაც მიიღეს. მერე გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, 27-ე წუთზე კი, ლელო-გარდასახვით უკვე მასპინძლები დაწინაურდნენ. “მონპელიეს” ჯარიმას “კლერმონმა” 35-ე წუთზე ჯარიმითვე უპასუხა, მაგრამ ტაიმის ბოლოს მოედანზე 10 წუთით კაცნაკლული დარჩა, თუმცა, სტუმრებმა ჯარიმით სხვაობის შემცირების შანსი ხელიდან გაუშვეს.

 

მეორე ნახევრის დასაწყისში “მონპელიემ” რიცხობრივი უპირატესობის გამოყენება სცადა და ლელომდე სულ ცოტა დააკლდა. ჩათვლის მოედნიდან 7-8 მეტრში რაქიდან ბურთი გორგოძემ ჩვეულად აიტაცა და წინ წაიწია, იერიში მისმა თანაგუნდელმა გააგრძელა, მაგრამ დამიწებამდე ბურთი წინ დაუვარდა. ამის შემდეგ “”კლერმონმა” ჯერ სამი ჯარიმა გაიტანა, ხოლო 70-ე წუთზე საჯარიმო ლელო მიითვალა და გარდასახვაც გამოიყენა. “მონპელიემ” საპასუხო ლელო მალევე მიითვალა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 18:36, მაგრამ ამით სატურნირო ქულებს ვერაფერი შემატა.

“მონპელიეს” 41 ქულა დარჩა და მე-6 ადგილამდე დაქვეითდა, რადგან “გრენობლმა” გამარჯვება მოიპოვა, ხოლო “კლერმონმა” 53 ქულა მოაგროვა, მეორე ადგილი შეინარჩუნა და ლიდერ “ტულონთან” ჩამორჩენა 4 ქულამდე დაიყვანა.

 

ეს იმიტომ, რომ დავით ქუბრიაშვილის, ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძის “ტულონი” საკუთარ მოედანზე “რასინგ მეტროსთან” მოულოდნელად დამარცხდა. მასპინძელთა ხუთ ჯარიმას სტუმრებმა სამი ჯარიმით, ერთი არეკნით, ლელოთი და გარდასახვით უპასუხეს - 15:19, არადა, პირველი ტაიმი “ტულონმა” 9:6 მოიგო, მაგრამ მეორე ნახევრის დებიუტშივე ლელო მიიღო და ამის შემდეგ დაწინაურება ვეღარ მოახერხა. ქუბრიაშვილი თამაშში 64-ე წუთზე ჩაერთო, მისმა გუნდმა კი, მხოლოდ ერთი პრემიალური ქულა ჩაიწერა და ჯამში 57 გაუხდა.

 

ზემოთ ნახსენებმა “გრენობლმა” ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრი” 14:12 დაამარცხა და ისიც მხოლოდ ერთი ქულის ამარა დატოვა. ქართველი პირველხაზელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 52 წუთი ითამაშა. მასპინძელთა მიერ პირველივე წუთზე გატანილ ლელოს, სტუმრებმა ლელოთივე მე-10-ზე უპასუხეს, მაგრამ ორივე გარდასახვა არაზუსტი იყო. ტაიმის ბოლომდე “გრენობლმა” ორი ჯარიმა გაიტანა, მეორის დასაწყისში არეკნი და 14:5 დაწინაურდა. სტუმრებმა ლელო-გარდასახვით ჩამორჩენა 2 ქულამდე 70-ე წუთზე დაიყვანეს, მაგრამ მატჩის შემობრუნება ვეღარ შეძლეს და ახლა მე-4 ადგილს 44 ქულით ინარჩუნებენ.

 

აუტსაიდერ “მონ დე მარსანთან” მძიმე ბრძოლაში იმარჯვა ქვეყნის ჩემპიონმა “ტულუზამ”. მასპინძელთა განაცხადში არ იყო შუამარბი თამაზ მჭედლიძე, სტუმართა 23-კაციან სიაში არ იყო ჯაბა ბრეგვაძე, რომელიც ტრავმის შემდეგ ჯერაც არაა ფორმაში, ხოლო ვასილ კაკოვინი შეცვლაზე 58-ე წუთზე შევიდა. პირველ ტაიმში მიღებულ ორ ჯარიმას, “ტულუზამ” ლელოთი, გარდასახვით და ჯარიმით უპასუხა, მეორე ნახევარში კიდევ ორი ჯარიმა გაიტანა, მაგრამ 71-ე და 74-ე წუთებზე თავადაც ორი ჯარიმა გაუშვა და დასკვნით წუთებზე ნერვიულობა მოუწია. მიუხედავად ამისა, ანგარიში აღარ შეცვლილა და “ტულუზამ” 16:12 იმარჯვა, 50 ქულა დააგროვა და მე-3 ადგილზე აინაცვლა, ხოლო პრემიალური ქულის ამღები “მონ დე მარსანი” 8 ქულით კვლავაც ბოლო საფეხურზეა.

 

ზურაბ ჟვანიას “სტად ფრანსემ” “ბაიონი” ქართველი ლეგიონერის გარეშე 21:13 დაამარცხა და 32 ქულით მე-10 ადგილზეა. ზაზა ნავროზაშვილის “ბორდო”, ასევე ქართველის გარეშე სტუმრად დამარცხდა “პერპინიანთან” (16:26) და 18 ქულით “აჟენთან” მე-12-მე-13 ადგილებს იყოფს. Top 14-ის თამაშები 25 იანვარს განახლდება, მანამდე კი, ქართველ ლეგიონერთა გუნდებს ევროთასების ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ორი ტური ელით.

აღნიშნული ინფორმაცია ქართველი რაგბისტების ,,ფეისბუქის’’ ოფიციალურ გვერდზეა განთავსებული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42