ღარიბაშვილი - საქართველო უნდა გაიწმინდოს ნაგვის ნარჩენებისგან
პოლიტიკა - 15:02, 07 Nov, 2014     2190

გაზაფხულზე დავიწყეთ კამპანია ,,მწვანე მომავალი“, რომელსაც უამრავი ადამიანი უკვე შემოუერთდა; იმედი მაქვს, ეს პროცესი კიდევ უფრო გააქტიურდება და ფართობების გამწვანება მთელი ქვეყნის მასშტაბით მოხდება,–ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამწვანების აქციაში მონაწილეობის დროს განაცხადა.

დღეს რუსთავში, ახალგაზრდული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების აქცია გაიმართა, რომელიც ფარგლებში 200 ძირი პავლონიას ჯიშის ხის ნერგი დაირგო. ღონისძიებაში, პრემიერ–მინისტრთან ერთად, რუსთავის მოსახლეობა, ადგილობრივი ხელისუფლებისა და რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

საქართველოს მთავრობის მეთაურის განცხადებით, გარემოს დაცვა ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება.

"იცით, რომ წლების განმავლობაში ტყე უკონტროლოდ იჩეხებოდა, იჭრებოდა და გადიოდა ქვეყნიდან. ეს ქვეყნისთვის, ჩვენი ეკოლოგიისთვის ძალიან სერიოზულ პრობლემებს ქმნის. ჩვენ ეს პროცესი უნდა შევაჩეროთ. ამ მიზანს ემსახურება აქცია „მწვანე მომავალი“. ამასთან, ჩვენ დავიწყეთ 2008 წლის ომის დროს გადამწვარი ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის აღდგენა,“–აღნიშნა პრემიერმა.

მისივე განმარტებით, გამწვანების ღონისძიებასთან ერთად საქართველოს მთავრობა ნარჩენების მართვის მასშტაბურ კამპანიას იწყებს.

„ერთი მხრივ, გარემოზე ზრუნვა და მეორე მხრივ მისი გაფრთხილება უნდა იყოს ჩვენი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი. მე დავალება მივეცი გუბერნატორებს, რომ მაქსიმალური მობილიზება გაუკეთონ დასუფთავების აქციას. ასევე ეთხოვა თვითმმართველ ერთეულებს, რომ ჩაერთონ დასუფთავების აქციაში. საქართველო უნდა გაიწმინდოს ნაგვის ნარჩენებისგან, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. პარლამენტში უკვე შევიდა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტი, ჩვენ გავამკაცრებთ კანონებს და გავზრდით ადმინისტრაციულ ჯარიმებს. საქართველოში ნაგვის დაყრა უნდა გახდეს სამარცხვინო,“–განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით აქცია „მწვანე მომავალი“ მიმდინარე წლის მარტის თვიდან ხორციელდება. ღონისძიების ფარგლებში გზაფხულზე, საქართველოს მასშტაბით 300 000–მდე სხვადახვა სახეობის ნერგი დაირგო. გამწვანების აქცია აქტიურად გრძელდება შემოდგომაზეც. პროექტის ფარგლებში თითოეულ მუნიციპალიტეტს 3 500 ნერგი გადაეცემა.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი, სატელეფონო ნომრით: 153. ცხელ ხაზზე დარეკვა და გამწვანების აქციაში– „მწვანე მომავალი“ ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42