IRB: ,,საქართველომ 14 გორგოძისნაირი რომ იშოვოს, მისი შემჩერებელი აღარავინ იქნება’’
სპორტი - 20:05, 07 Jan, 2013     731

სასიხარულოა, რომ წამყვანი სარაგბო ნაკრებების გვერდით ავტორმა საქართველოს ნაკრებიც არ დაივიწყა და ამდენი გამორჩეული მორაგბის კვალობაზე სურათადაც ჩვენი მამუკა გორგოძის ფოტო გამოიყენა.

 

,,ამაღელვებელი 2012 წლის შემდეგ, ახლა უკვე შეგვიძლია ვივარაუდოთ ის მნიშვნელოვანი მოვლენები, რომლებიც 2013 წელს სამხრეთსა თუ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გველოდება. ევროპის ექვსი ერის თასზე ჩემი ფავორიტი ირლანდიის ნაკრებია, რომელიც უშუალო კონკურენტებს - ინგლისს და საფრანგეთს მასპინძლობს და ამ თამაშების მოგებით საუკეთესო პოზიციაში აღმოჩნდება.

 

გუნდების ფორმის გათვალისწინებით, სამ გუნდს აქვს იმის შანსი, რომ ტურნირი ოთხ-ოთხი მოგებით დაასრულოს. საფრანგეთის ნაკრებს რთული კალენდარი აქვს, მაგრამ ისინი ისეთ კარგ ფორმაში იყვნენ ნოემბერში, რომ მათგან ყველაფერია მოსალოდნელი. ფრანგებს რთული გასვლები ელით თვიქნემში და დუბლინში და სწორედ ეს ართულებს მათ ცხოვრებას. ირლანდიას და ინგლისს უკეთესი კალენდარი აქვთ და სწორედ ეს ხდის მათ ფავორიტებად.

 

რაღაც განსაკუთრებულს უნდა ველოდოთ ,,ირლანდიელი და ბრიტანელი ლომების’’ ტურნედან ავსტრალიაში. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა უორენ გეტლანდმა უკვე თქვა: ,,თუ გვსურს, რომ სამიდან ერთ-ერთ სამხრეთელ ბობოლას ვეწვიოთ და იქიდან გამარჯვებული დავბრუნდეთ, მაშინ სჯობს გეზი ავსტრალიისკენ ავიღოთ’’. მომავალ მსოფლიო თასზე საუბარი კენჭისყრიდან დაიწყო, სადაც ავსტრალია ინგლისთან და უელსთან მოხვდა და ,,ლომების’’ ტურნემ ამ მხრივ დამატებითი წარმოდგენა უნდა შეგვიქმნას.

 

ახალი ზელანდია მართლაც რომ მოწინავე ნაკრებია, მაგრამ მომავალი სეზონიდან ისინი რამდენიმე წამყვან მორაგბეს მოისაკლისებენ. მათ ვეღარ ექნებათ გუნდის კაპიტან რიჩი მაკქოუს იმედი. ახალი ზელანდია უძლიერესია მაშინ, როდესაც სონი ბილი უილიამსი არ თამაშობს რაგბი ლიგას, მაგრამ ახლა მის დაბრუნებამდე რამდენიმე წელი მოცდა დაჭირდებათ. ,,ოლ ბლექსი’’ ამ ორი მორაგბის გარეშეც ძლიერი გუნდია, მაგრამ მათთან ერთად განსაკუთრებულად ძლიერია. სამაგიეროდ, მათთვის კარგი ამბავია ის, რომ დენ კარტერს 2011 წლის ფინალში არ უთამაშია და ამრიგად, მასში მონაწილეობის დიდი სურვილი ექნება და სანაკრებო კარიერასაც ჯერ არ შეეშვება.

 

არგენტინის ნაკრებს თავისუფლად შეუძლია, რომ ნებისმიერი წამყვანი სარაგბო ქვეყნის ნაკრები დაამარცხოს. ,,პუმები’’ უკვე ითვისებენ ზე-რაგბს, კარგად ესმით რა მოეთხოვებათ მეტის მისაღწევად და მსოფლიო თასზე ნებისმიერი მეტოქისთვის ანგარიშგასაწევი ძალა იქნებიან. ისინი ეჩვევიან მაღალ სისწრაფეებზე თამაშს და როდესაც დაიხვეწებიან, წარმატებებიც აუცილებლად იქნება.

 

ექვსი ერის პარალელურად, თებერვლიდან სტარტს აიღებს ,,ევროპის ერთა თასი’’, რომელიც ამავდროულად 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა. უნდა ველოდოთ საქართველოს ნაკრებისა და მათი შერკინების ხაზის ძლიერ თამაშს. ისინი მართლაც ძლიერ გუნდს აყალიბებენ. მქონდა ბედნიერება საქმეში მენახი მათი გიგანტური შერკინების ფრთა მამუკა გორგოძე. ის ,,მონპელიეს’’ მაისურით ,,ჰაინეკენის თასზე’’ თამაშობდა და თუ ქართველები მის მსგავს 14 მორაგბეს იშოვიან, მაშინ მათი შეჩერება ძალიან რთული იქნება’’.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42