NGO-ები საქართველოს პრემიერს და მთავრობის ყოფილ წევრებს შეხვედრას სთხოვენ.
პოლიტიკა - 14:12, 07 Nov, 2014     733

NGO-ები საქართველოს პრემიერს და მთავრობის ყოფილ წევრებს შეხვედრას სთხოვენ. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ ბოლოდროინდელი მოვლენები ბევრ შეკითხვას აჩენს და მათ პასუხი უნდა გაეცეს.

განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები - ინფორმაციის თავისუფლების განვითრების ინსტიტუტი (IDFI); საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო; ფონდი ღია საზოგადოება საქართველო; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; ადამიანის უფლებათა ცენტრი; იდენტობა; სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა); მრავალეროვანი საქართველო; კონსტიტუციის 42-ე მუხლი; ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) არიან.

"ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით იმ მოვლენებს, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყნის პოლიტიკურ ასპარეზზე განვითარდა. პროკურატურის მიერ თავდაცვის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას და წაყენებულ ბრალდებებს თავდაცვის მინისტრისგან მოყვა პროკურატურის პირდაპირი დადანაშაულება მიზანმიმართულ დევნასა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პოლიტიკის განზრახ შეფერხებაში. ამის გამო პრემიერმინისტრმასთავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გადააყენა. ყოფილი თავდაცვის მინისტრის მსგავსი განცხადება გააკეთეს და თანამდებობიდან გადადგნენ საგარეო საქმეთა მინისტრი და მისი მოადგილე, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი. გადაგომის შესახებ განცხადება გააკეთა ისევ საქართველოს ელჩმა ნატოში. ამ ყველაფერთან დაკავშირებით პოლიტიკოსების მხრიდან ისმის ბრალდებები, ხშირ შემთხვევაში უდანაშაულობის პრეზუმპციის პრინციპების უგულებელყოფით. ასევე, როგორც ჩანს, ამ პროცესში ყოფილი პრემიერმინისტრიც აქტიურად არის ჩართული. არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით წუხილი გამოთქვეს საქართველოს მოკავშირე და მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებმა.

მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ პრემიერმინისტრმა და მთავრობის წევრებმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და მმართველ კოალიციაში შემავალი პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლებმა ოფიციალურად უარყვეს ბრალდება ევროატლანტიკური კურსიდან გადახვევის შესახებ, ვფიქრობთ, რომ საზოგადოებას სჭირდება გაცილებით უფრო ღრმა და შინაარსობრივი პასუხები გაჩენილ შეკითხვებთან დაკავშირებით.

ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების გზა არის ქართველი ხალხის ურყევი არჩევანი. ყოვლად დაუშვებელია, ნებისმიერი პოლიტიკური ძალისგან თუ პირისგან, საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისა თუ პიროვნული დაპირისპირების გამო საფრთხე შეექმნას ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და დასავლეთთან ინტეგრაციას, ქვეყნის უსაფრთხოებასა და თავდაცვისუნარიანობას.

ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ვერ დავრჩებით გულგრილნი და პასიურნი იმის ფონზე, როდესაც მთავრობის ყოფილმა წევრებმა დასვეს საკითხი საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით პრობლემების განზრახ შექმნის მცდელობაზე და ვთხოვთ, როგორც საქართველოს პრემიერმინისტრს, ისე მთავრობის ყოფილ წევრებს შეხვედრას იმისთვის, რომ მოვისმინოთ მათი შეფასებები შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით", - ნათქვამია არასამთავრობოების განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42