პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, „თავისუფალი დემოკრატების“ უმრავლესობისდან გასვლა საპარლამენტო კრიზისს არ შექმნის.
მისი განცხადებით, შექმნილ ვითარებაში ყველაზე ცუდი რაც შეიძლება მოხდეს ის არის, რომ პარლამენტში აღარ იარსებოს უმრავლესობის სტატუსის მქონე გაერთიანებამ.
„ ყველაზე დიდი რაც შეიძლება მოხდეს, არის ის, რომ აღარ იარსებოს უმრავლესობის სტატუსის მქონე გაერთიანებამ. უმრავლესობა ითვლება შექმნილად იმ შემთხვევაში, თუ ფრაქციათა ერთობაში პარლამენტის 76 წევრი იქნება. თუ უმრავლესობა ვერ შეიქმნა, ვერ შეიქმნება უმცირესობაც. ასეთია რეგლამენტის მოთხოვნა. არ მგონია, რომ მსგავსი ვითარება შეიქმნას. მთელ რიგ საკითხებზე შეთანხმებების მისაღწევად უმრავლესობის ფარგლებში ფრაქციებს შორის შეთანხმებები კვლავ გაგრძელდება. მჭიდრო თანამშრომლობა იქნება "თავისუფალი დემოკრატიების" ფრაქციასთანაც", - განაცხადა ხმალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






