„საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის მიმართს ისედაც ბევრი კითხვა იყო და არ მგონია, რომ ის თანამდებობას შეინარჩუნებდა“, - ამის შესახებ პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა ვანო მაჭავარიანმა განაცხადა. მისი თქმით, მინისტრის მოადგილეების რეაქცია უფრო მეტად ემოციური იყო.
„ფანჯიკიძის მიმართ ისედაც ბევრი კითხვა იყო და მე ვფიქრობ, რომ მისი პოზიცია, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის, არასტაბილური იყო და არ მგონია, რომ იგი წლის ბოლომდე გასტანდა. მე ამაზე ვისაუბრე ივნისში, რომ იყვნენ მთელი რიგი მინისტრები, რომლებიც სამთავრობო ცვლილებების შემდეგი კანდიდატები იყვნენ“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
რაც შეეხება იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე დარჩენას, მაჭავარიანის თქმით, წულიკიანმა გუნდურ პრინციპს თანამდებობა არჩია.
“კოალიციური მმართველობა თავისთავად გულისხმობს გუნდურ პრინციპს. თუ შენ მთავრობაში მოხვედი, როგორც კონკრეტული პარტიის წარმომადგენელი, როდესაც გუნდი და მისი ლიდერი გადის კოალიციიდან - ვგულისხმობ მინისტრებს, თავისთავად იზიარებ გუნდურ პასუხისმგებლობას. თუ არ იზიარებ, ეს ნიშნავს, რომ შენ ამ პარტიას ეთიშები და რეალურად შენთვის მნიშვნელოვანია პოსტი, ვიდრე გუნდური პრინციპი. ამ შემთხვევაში თეა წულუკიანმა არაერთხელ დაადასტურა, რომ მისთვის მთავარია თანამდებობა, ვიდრე გუნდური პრინციპი“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






