ისინი არ არიან პროდასავლელები, ისინი მონები არიან - ბურჯანაძე ალასანიაზე
პოლიტიკა - 13:46, 07 Nov, 2014     1420
როგორც "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, მას "თავისუფალ დემოკრატებთან" თანამშრომლობის სურვილი არც ადრე ქონია და არც ახლა აქვს.

"მინდა დავამშვიდო "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლები. ძალიან წუხან თურმე, რომ ჩვენს პოლიტიკურ ძალასთან არ ითანამშრომლებენ. ნუ შეწუხდებიან და თავს ნუ შეიწუხებენ ამაზე ზრუნვით, იმიტომ, რომ ჩვენ არასდროს გვქონია "თავისუფალ დემოკრატებთან" თანამშრომლობის სურვილი და არც ახლა გვაქვს", - აღნიშნა ბურჯანაძემ.

"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა, "თავისუფალი დემოკრატების ლიდერის, ირაკლი ალასანიას გუნდს კურსიც შეაფასა და განაცხადა რომ, მათ პროდასავლური მიზნები არ ამოძრავებთ და ქვეყნის ინტერესებზეც არ ფიქრობენ.

"თავისუფალი დემოკრატები" ძალიან დიდი პრინციპულობით გამოირჩევა-თქო, ვერ გეტყვით. ერთი რამ კი დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ისინი არ არიან პროდასავლური კურსის გამტარებლები, ისინი არიან ყურმოჭრილი მონები, სამწუხაროდ, ვითომდა იმ იდეის, რომელსაც ისინი ახმოვანებენ და ეს ძალიან კარგად გამოჩნდა ამ დღეების განმავლობაში, როდესაც არცერთ მათგანს არ ულაპარაკია ქვეყნის ინტერესებზე, არ უფიქრიათ სახელმწიფოში რა შეიძლება მომხდარიყო, როდესაც უმრავლესობას კარგავდა "ქართული ოცნება" პარლამენტში",- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42