მათთვის, ვისაც ივანიშვილი აღარ უნდა, მაგრამ ფიქრობს “ოღონდ ნაციონალები არა”
პოლიტიკა - 13:52, 07 Nov, 2014     3781
თქვენი მესმის: ივანიშვილის მმართველობის ორმა წელმა სრული მორალური საფუძველი გამოაცალა სააკაშვილის მმართველობის 9 წლის კრიტიკას. არადა თქვენთვის ეს უფრო არსებითია, ვიდრე იმის რაციონალიზაცია, ნაციონალები რომ დაბრუნდებიან, როგორ მართავენ.

თქვენ ხომ ასე წარმოგედგინათ: “ბატონიბიძინა” მიშას მოგვაცილებს, მერე კი თვითონ წავა და ძალაუფლებას უსუფაშვილს და ალასანიას გადააბარებს (მაშინ მარგველაშვილს თქვენც კი არ აღიქვამდით სერიოზულად). არ დაგისვამთ კითხვა: რატომ? რატომ მოიქცევა ეს “ბრძენი კაცი” ასე?

კოალიცია “ქართული ოცნებიდან” ალასანიას გაგდებამ თქვენშიც დისონანსი შეიტანა. ნაწილი კვლავ ფიქრობს, რომ უსუფაშვილის გზა უფრო გამართლებულია: ივანიშვილის რეჟიმის შიგნიდან გაკეთილშობილების შანსი ჯერ კიდევ არსებობს.

ივანიშვილისადმი პიროვნულ შიშს რომ თავი დავანებოთ, პრინციპში, მორალურად, უსუფაშვილი უფრო ღირსეულად გამოიყურება: აუმხედრდე კაცს, რომელმაც პოლიტიკური ფსკერიდან მინისტრად ან პარლამენტის თავმჯდომარედ გაქცია, ადამიანურად ცოტა ვერ ტოვებს კარგ შთაბეჭდილებას.

არსებული მდგომარეობა ძალიან გაწუხებთ, მაგრამ მაინც ამბობთ “ოღონდ ნაციონალები არა”. ამაში უსუფაშვილის მხარდამჭერებიც და ალასანიას მხარდამჭრერებიც სოლიდარულები ხართ.

და ივანიშვილის ძალაც სწორედ ამაშია.

სანამ იმეორებთ “ოღონდ ნაციონალები არა”, მანამდე მას ყურებით უჭირავს ალასანიაც, უსუფაშვილიც, მარგველაშვილიც, თქვენც (იმის მიუხედავად, ამ სამიდან რომელს გულშემატკივრობთ და რომელში უფრო ხედავთ მომავალ ლიდერს) და, სამწუხაროდ, ჩვენი სამშობლოც.

როგორც გიგი უგულავამ სწორად აღნიშნა, ჩვენ - ნაციონალები - არ ვაპირებთ, ვინმეს მორალის პოზიციიდან ველაპარაკოთ და დავამუნათოთ. ეს მით უმეტეს გაუმართელებელი ჩანს, როდესაც ალასანიას დაჭერის საფრთხე არსებობს.

უბრალოდ, არსებული ვითარების სერიოზულობაზე მიგითითებთ.

რუს ოლიგარქს ბრძოლას მაინც მოვუგებთ ჩვენ, ნაციონალები.

ოღონდ თქვენს გარეშე თუ თქვენთან ერთად, ეს მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია.


ზურაბ ჭიაბერაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42