პრემიერ-მინისტრი მთავარ პროკურორთან და მის მოადგილესთან გუშინდელ შეხვედრას ეხმაურება. მისი თქმით, არაფერი უჩვეულო იმაში არ არის, რომ მის დაქვემდებარებაში არსებული უწყების ხელმძღვანელებს ესაუბრებოდეს.
"ჩემს დაქვემდებარებაში არსებული უწყებების ხელმძღვანელებთან მაქვს საუბრები და ამაში რას ხედავთ უჩვეულოს“, - განაცხადა პრემიერმა.
რაც შეეხება კითხვას, იყო თუ არა შეხვედრაზე საუბარი თავდაცვის სამინისტროს მაღალინოსნების საქმეზე, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა:"არ ვერევი გრიფის მოხსნა არ მოხსნის საკითხებში, ეს არ არის ჩემი პრეროგატივა, ეს არის პროკურატურის კომპეტენცია და მას მიმართეთ".
გუშინ მთავრობის კანცელარიაში პრემიერის და მთავარი პროკურორის შეხვედრა 4 საათს გაგრძელდა. შეხვედრას ესწრებოდა გიორგი ბადაშვილის მოადგილე ირაკლი შოთაძეც. შეხვედრა მათ უკომენტაროდ დატოვეს.
მასალის გამოყენების პირობები






