„თავისუფალი დემოკრატების“ წევრს გედევან ფოფხაძეს ამ დრომდე არ მიუღია გადაწყვეტილება, წავა თუ დარჩება კოალიციაში.
ამის შესახებ ფოფხაძემ პარტიის ლიდერთან ირაკლი ალასანიასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ზოგადად, ყველაფერს მოვიზარებ, მაგრამ ამ შემთხვევაში ჯერჯერობით არაფერს ვამბობ, რადგან მაქვს შეხვედრები იმ ადამიანებთან, ვის აზრსაც ანგარიშს ვუწევ. მიმაჩნია, რომ ადამიანმა გადაწყვეტილება უნდა მიიღო მშვიდად და წყნარად. იცი რას გეტყვი?! ერთი წუთი რომ მაქვს იმ რა სად როდისში ისაა პრობლემა, თორემ მე რომ ათი წუთი მქონდეს შეიძლება ყველა კითხვა გამოვიცნო , ამიტომ არ მინდა ასეთ ცაიტნოტში კამერების წინაშე ფიქრი. ფიქრის პროცესი არის ადამიანისთვის პრივატული და უნდა მისცე ადამიანს საშუალება ჩამოყალიბდეს. რაც შეეხება ირაკლი ალსანიასთან შეხვედრას, ყავას ვსვამდით მე და ირაკლი, არაფერი არ ყოფილა“, - განაცხადაგედევან ფოფხაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






