„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნუგზარ წიკლაური აფხაზეთთან სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენასთან დაკავშირებით სომხეთის ტრანსპორტის მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებას ეხმაურება.
როგორც „ნიუპოსტთან“ საუბარში წიკლაურმა განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე საიდუმლო მოლაპარაკებები მიმდინარეობს საქართველოს, რუსეთის, სომხეთის და აფხაზეთის სეპარატისტულ მთავრობას შორის.
„მიმდინარეობს საიდუმლო მოლაპარაკებები საქართველოს, რუსეთის, სომხეთის და აფხაზეთის სეპარატისტულ მთავრობას შორის. „ნაციონალური მოძრაობა“ შეშფოთებას გამოხატავს, რომ ეს მოლაპარაკებები გაიმართა ქართული ხალხის ზურგს უკან. განსაკუთრებული შეშფოთების საგანია ის, რომ მოლაპარაკებები გაიმართა იმ ვითარებაში, როდესაც რუსეთი ახორციელებს ანექსიას როგორც აფხაზეთში ისე ცხინვალის რეგიონში. „ნაციონალური მოძრაობა“ მოითხოვს, რომ სასწრაფოდ საჯარო გახადოს ხელისუფლებამ ამ ხელშეკრულების შინაარსი“, - განაცხადა წიკლაურმა.
მასალის გამოყენების პირობები






