კანადამ და ნატომ შესაძლოა რუსეთისთვის განკუთვნილი "მისტრალი" შეიძინონ
პოლიტიკა - 12:47, 07 Nov, 2014     1698

აშშ-ს რესპუბლიკელი კონგრესმენების ჯგუფმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ნატოს გენერალურ მდივანს გამოისყიდოს რუსეთისთვის განკუთვნილი „მისტრალის“ ტიპის ორი ფრანგული ვერტმფრენმზიდი. უფრო ადრე ცნობილი გახდა, რომ ხომალდების შესყიდვის გეგმას კანადაც განიხილავს.

ხუთშაბათ საღამოს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მანუელ ვალსმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის პირველი „მისტრალის“ გადაცემის შეთანხმება ბოლომდე არაა მიღწეული.

გასულ კვირას საფრანგეთის მთავრობამ BBC-ს არ დაუდასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთისთვის „მისტრალის“ გადაცემა 14 ნოემბერს იგეგმება.

„იმ ფინანსური ტვირთის გათვალისწინებით, რომელიც შესაძლოა დააწვეს საფრანგეთს, თუ ის უარს იტყვის რუსეთისთვის ხომალდის გადაცემაზე, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ნატო-ს შეიძინოს ან დაიქირაოს ხომალდი ერთობლივი გამოყენების მიზნით“ - ნათქვამია აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რვა წევრის მიერ ალიანსის მეთაურის იანს სტოლტენბერგისთვის გაგზავნილ წერილში.

როგორც კონგრესმენები აღნიშნავენ, ამ ნაბიჯით „ნატო“ აჩვენებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, რომ ალიანსი არ აპირებს „მოითმინოს ან ხელი შეუწყოს ევროპაში მისი სახიფათო მოქმედებებს“.

კონგრესმენების იგივე შემადგენლობამ, „ნატო“-ს ანალოგიური წერილი ამა წლის მაისშიც გაუგზავნა.

ხელმომწერ კონგრესმენთა შორისაა- წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი ელიოტ ენგელი და ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში აშშ-ს წარმომადგენელი მაიკლ ტერნერი.

ამასთანავე, როგორც ფრანგული მედია იტყობინება, „მისტრალის" შეძენაზე ფიქრობს კანადის ხელისუფლებაც. ასეთი ინფორმაცია კანადაში საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტის შემდგომ გაჟღერდა.

კანადის გეგმების შესახებ პირველად კანადელმა სენატორმა ჰიუ სიგალმა განაცხადა.

„კანადა და ნატო გეგმავენ იყიდონ ხომალდები საფრანგეთისგან, რუსები კი დაელოდონ შემდეგ შესაძლებლობებს, რომელიც მათ კარგად მოქცევის შემდეგ გამოუჩნდებათ“- განაცხადა სიგალმა.

"International Business Times"-ის ცნობით, კანადა უკანასკნელ პერიოდში აქტიურად ახორციელებს თავისი სამხედრო-საზღვაო ფლოტის და სანაპირო დაცვის ხომალდების მოდერნიზაციას. კერძოდ, კანადის არმიას გათვალისწინებული აქვს დივერსიფიცირება გაუკეთოს თავის სამხედრო ტექნიკას და მიიღოს ის არა მხოლოდ აშშ-დან.

ორი ვერტმფრენმზიდის გადაცემის შესახებ კონტრაქტი საფრანგეთსა და რუსეთს შორის 2011 წელს გაფორმდა. პირველი ხომალდის გადაცემა კი 2014 წლის ბოლომდე იგეგმებოდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42