პარლამენტსა და პრეზიდენტის ინსტიტუციას შორის უთანხმოების ნიშნებია - ექსპერტი
პოლიტიკა - 11:55, 07 Nov, 2014     1969

პარლამენტსა და პრეზიდენტის ინსტიტუციას შორის უთანხმოების ნიშნები ჩნდება. საქმე ეხება გიორგი მარგველაშვილის მიმართვას, რომელიც პარლამენტისგან მთავრობასთან ერთად დასავლური კურსის შეუქცევადობის განხილვას ითხოვს. დეპუტატების განცხადებას, რომ პრეზიდენტს პარლამენტში გამოსვლის ლიმიტი ამოეწურა, ექსპერტი ლევან ალაფიშვილი არ იზიარებს.

„ნიუპოსტთან“ სასუბარში ალაფიშვილი განმარტავს, პრეზიდენტს კონტიტუციის მიხედვით აქვს ვალდებულებაც და უფლებამოსილებაც, რომ მიმართოს პარლამენტს.

მისი თქმით, ვალდებულების ნაწილში განიხილება ქვეყნის პირველი პირის ყოველწლიური გამოსვლა პარლამენტში. ამ შემთხვევაში პრეზიდენტის მიდის პარლამენტის შენობაში და წარდსდგება მოსხენებით კანონმდებლების წინაშე.

ხოლო უფლებამოსილების ნაწილში განიხილება პრეზიდენტის უფლება მიმართოს პარლამენტარებს, თუმცა შეუძლია ეს მოხდეს საკანონმდებლო ორგანოს შენობის გარეთაც.

„კონსტიტუცია წინააღმდეგობრივია იმ ნაწილში, რომელიც შეეხება პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტში. თუმცა ეს შეგვიძლია განვიხილოთ ვალდებულების ნაწილში. ამის გარდა, ბუნებრივია, კონსტიტუციაშიც არის ასახული, რომ პრეზიდენტს აქვს უფლებამოსილება მიმართოს პარლამენტს და ხალხს. პარლამენტთან მიმართვას თუ ვინმე ისე წარმოიდგენს, რომ პრეზიდენტი გამოვიდეს და პარლამენტოვო დაუძახებს და მერე ტექსტს გააგრძელებს, ეს მგონი არასწორი იქნება. მიმართვა და ამ უფლების რეალიზაცია პარლამენტის შემადგენლობისთვის მიმართვას გულისხმობს. ფიზიკურად შენობაში ყოფნამდე ამ საკითხის დაყვანა არ შეიძლება. შესაძლებელია, პრეზიდენტი პარლამენტის წევრებთან ერთად სპორტის სასახლეში მივიდეს. აქ ფორმაზე არ არის საუბარი, აქ შინაარსზე. ერთი პრეზიდენტის უფლებაა და მეორე ვალდებულება. კაზუისტიკის ძიება აქ ლამაზი არ იქნება. ასე, რომ თუ ვინმე პერსონალურად აღებული წინააღმდეგი არ არის ამისი, პრეზიდენტისთვის ამ უფლების გამოყენებას არაფერი დაუდგება წინ“, - ამბობს ალაფიშვილი.

მისი თქმით, პარლამენტი ამ შემთხვევაში „ჩიხურ სიტუაციში“ შეიძლება აღმოჩნდეს.

„წარმოიდგინეთ ორი არჩეული უმაღლესი ინსტიტუცია ერთმანეთთან ურთიერთობაში და ერთი იღებს გადაწყვეტილებას, რომ არა არ მოგისმენთ. ეს უკვე ორ წარმომადგენლობით ორგანოს შორის უთანხმოების ნიშნებს წარმოშობს“, - აცხადებს ალაფიშვილი.

პრეზიდენტმა პარლამენტს თხოვნით მიმართა უახლოეს პერიოდში მოიწვიოს სხდომა, სადაც განხილული იქნება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტირების საკითხი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42