სომხეთი აფხაზეთთან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს. აღნიშნულ თემას „ნიუპოსტთან“ საუბრისას ექსპერტი ნიკა ჩიტიძე აფასებს.
ექსპერტის განმარტებით, ეს თეორიულად შესაძლებელია, თუმცა საქართველოს არ აწყობს ადმინისტრაციულ საზღვარზე კონტროლი ე.წ. აფხაზი მესაზღვრეების მიერ ხორციელდებოდეს:
„თეორიულად ეს რა თქმა უნდა შესაძლებელია, მაგრამ რა თქმა უნდა საქართველოს არ აწყობს. ეს არის ადმინისტრაციული საზღვარი და შესაბამისად დანარჩენ საქართველოს არანაირად არ უნდა აწყობდეს, რომ არსებობდეს ერთის მხრივ სარკინიგზო მონაკვეთის კონტროლი მდინარე ფსოუზე და ეს კონტროლი ხორციელდებოდეს აფხაზი ე.წ. მებაჟეების მიერ. თუ საქართველოს სურვილია, აღადგინოს სარკინიგზო მიმოსვლა რუსეთის ფედერაციასთან, შესაძლებელი იქნება სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით. ამ შემთხვევაში ტვირთების შემოწმება მოხდება ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, წითელ ხიდთან. გამომდინარე აქედან ამ შემთხვევაში არ უნდა იყოს დაშვებული აღდგეს რკინიგზა, რომელიც დააკავშირებს აფხაზეთს დანარჩენ საქართველოსთან. თუ შესაბამისი პირობები შესრულდება, ანუ ქართული მხარის პირობები, შესაძლებელია, მაგრამ არ მგონია, რომ რუსეთი დათანხმდეს, რომ ქართველი მესაზღვრეები მდინარე ფსოუზე იყვნენ განთავსებულნი“, - განაცხადა „ნიუპოსტთან“ საუბრისას ნიკა ჩიტიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






