არსებობს ეჭვები, რომ საქართველოში პოლიტიკური ანგარიშსწორება მიმდინარეობს - ფსაკი
პოლიტიკა - 10:11, 07 Nov, 2014     1173

საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და ყოფილი ხელისუფლების წევრების მიმართ დაწყებულ გამოძიებებს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ ერთხელ გამოეხმაურნენ.

უწყების პრესმდივნის განცხადებით, ერთდროულად მიმდინარე რამდენიმე სასამართლო პროცესი ბადებს ეჭვს, რომ ქვეყანაში შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას.

ფსაკიმ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ არსებული რეგიონული და შიდა ეკონომიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოს სტაბილურობა განსაკუთრებით ესაჭიროება.

მან ქვეყნის მთავრობას მოუწოდა, გამოირიცხოს ყოველგვარი მოსაზრება პოლიტიკურად მოტივირებული პროცესების შესახებ. ფსაკის თქმით, ადმინისტრაცია არ მიიჩნევს, რომ საქართველო არჩეული გზიდან უხვევს, თუმცა, ის მოვლენები, რაც ქვეყანაში ვითარდება ამ პროცესს სერიოზულ პრობლემებს უქმნის. მისივე თქმით, ვაშინგტონს სურს, რომ საქართველომ წარმატების გზა განაგრძოს და ლიდერებმა ერთად იმუშაონ ქვეყნის მომავლისთვის.

„რა თქმა უნდა როცა ერთად მიმდინარეობს რამდენიმე ერთდროული გამოძიება მთავრობის წევრებისა და ამჟამინდელი ოპოზიციონერების წინააღმდეგ, ეს ბადებს სერიოზულ ეჭვებს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ანგარიშსწორება ხდება. ძალიან მნიშვნელოვანია, გამოირიცხოს ისეთის აღქმა, რომ სასამართლო სისტემის პოლიტიკურად და პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება ხდება. ჩვენ პრემიერმინისტრის კომენტარები მოვისმინეთ და ფაქტი არის ის, რომ გამოძიება ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ კიდევ გრძლედება, ვფიქრობ ამ შემთხვევაში საქმე უფრო ხმამაღლა მეტყველებს, ვიდრე სიტყვები“, - განაცხადა ჯეინ ფსაკიმ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42