საქართველოს მთავრობის კანცელარიაში ამ დროისათვის მთავრობის სხდომა მიმდინარეობს. საქართველოს პრემიერმინისტრმა სხდომაზე 2007 წლის 7 ნოემბერზე ისაუბრა. პრემიერის განცხადებით, 7 ნოემბერი სისხლიანი თარიღია:
„ეს არის სისხლიანი თარიღი, ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში. მაშინდელმა ხელისუფლებამ უმძიმესი დანაშაული ჩაიდინა ქვეყნისა და ხალხის წინაშე. სასტიკად დაარბია მშვიდობიანი მომიტინგეები, საკუთარი მოქალაქეები და ფეხქვეშ გათელა მათი პიროვნული ღირსება და დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპები. ეს არის თარიღი, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა ყოფილ ხელისუფლებას, „ნაციონალურ მოძრაობას“ არასოდეს აპატიებს. მსურს გავიხსენო 7 ნოემბერს დამოუკიდებელ ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრა და ძალადობრივი გზით თავისუფალი სიტყვის ჩახშობა. ეს იყო მაშინდელი რეჟიმის გამოხატულება. შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა დაგვანახა, რომ ჩვენი თავისუფლების მოყვარული ხალხი ღირსების შელახვას არასდროს არ შეეგუება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






