„თავისუფალი დემოკრატების“ მიერ დაანონსებული დღის წესრიგი არ იცვლება. პარტია ყრილობისთვის 8 ნოემბრისთვის ემზადება.
„ეს იქნება საქართველოში ახალი პოლიტიკური ერის დასაწყისი, იმიტომ რომ უკვე დაიწყება პოლიტიკაში, ხალხის, საზოგადოების წარმომადგენლების დაჯგუფება ღირებულებების ირგვლივ და არა ვიღაცა ვიღაცის წინააღმდეგ“- განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ.
განახლებული გუნდის პრეზენტაცია ფილარმონიაშია დაგეგმილი. მიწვეულთა შორისაა „რესპუბლიკური პარტია“
პარტიის წარმომადგენლების განცხადებით ისინი არ ითანამშრომლებენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ნინო ბურჯანაძის პარტიასთან.
„განსხვავებულ მსოფლმხედველურ ვითარებაში, როგორიც არის ჩვენსა და ნაციონალურ მოძრაობას შორის, გამორიცხულია რაიმე ტიპის პარტნიორობაზე ან კომუნიკაციაზე იყოს საუბარი“- აღნიშნა პარტიის წარმომადგენელმა და ყოფილმა ევროინტეგრაციის მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






